პალესტინელთა პრეზიდენტი, აბასი ჰამასს მოუწოდებს “სწრაფად” დათანხმდეს ღაზის შეთანხმებას

პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა -ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ჰამასს 14 თებერვალს მოუწოდა სწრაფად დათანხმდეს ღაზის შეთანხმებას, რათა “მძიმე შედეგები” თავიდან იქნეს აცილებული – იუწყება პალესტინელთა ოფიციალური სააგენტო Wafa.
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული, ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე განთავსებული პალესტინელთა ავტონომია არ მონაწილეობდა ამ კვირაში ეგვიპტეში გამართულ მოლაპარაკებაში, რომლის მიზანი იყო ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, ოთხ თვეზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ.
აბასის განცხადებების ფონია ს მთავრობის მზადება სახმელეთო შეჭრისთვის ქალაქ რაფაჰში, სადაც, ისრაელის განცხადებით, ჰამასის ბოლო ბასტიონებია დარჩენილი. მაგრამ ღაზის სექტორის სამხრეთში განთავსებულ რაფაჰზე შეტევის პერსპექტივა მძლავრ შეშფოთებას აღძრავს საერთაშორისო თანამეგობრობაში, რადგან ამ ქალაქს ამჟამად თავს აფარებს ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს