პაკისტანში წყალდიდობას 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერმა წვიმებმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში და ნეპალში მასშტაბური ტრაგედია გამოიწვია – დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა, ხოლო ათობით ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში სულ მცირე 321 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე მძიმე ვითარება ფიქსირდება ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, სადაც ძლიერი წვიმებისა და მეწყერის შედეგად ათზე მეტი სოფელი მთლიანად განადგურდა.
საგანგებო სიტუაციების რეაგირების სააგენტო აცხადებს, რომ მეწყერმა გზები ჩამოშალა და გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. შედეგად, სამაშველო ბრიგადებსა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს დაზარალებულ სოფლებში შესვლა არ შეუძლიათ, სადაც, არსებული ინფორმაციით, მრავალი ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა