პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პაკისტანის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ოპერაცია Bunyanun Marsoos-ი („გაუვალი კედელი“) დაიწყო“, – დაწერა პაკისტანის მთავრობამ X-ზე.
პაკისტანის შეარაღებული ძალების ცნობით, არმიამ „ინდოეთის ბოლოდროინდელ აგრესიას“ უპასუხა.
სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე პაკისტანმა განაცხადა, რომ ინდოეთმა ქვეყნის სამხედრო საჰაერო ბაზებს დაარტყა.
პაკისტანის არმიის განცხადებით, ოპერაცია „გაუვალი კედელის“ ფარგლებში, დარტყმები ინდოეთის პათანკოტის აეროდრომსა და უდამპურის საჰაერო ბაზაზე განახორციელა.
ასევე, პაკისტანის არმიაში აღნიშნეს, რომ ინდოეთის საჰაერო ძალების ბაზები დაბომბეს, საიდანაც, სავარაუდოდ, ინდოეთმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.
