პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს საპასუხო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა

პაკისტანის შეიარაღებულ ძალებს საპასუხო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭა, – ამის შესახებ განცხადებას პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
„გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, იტოვებს უფლებას, თავდაცვის მიზნით, მის მიერ არჩეულ დროს, ადგილსა და ფორმით უდანაშაულო პაკისტანელების დაღუპვისა და ქვეყნის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევის გამო შური იძიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებით, გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიიღეს, სადაც „ინდოეთის მიერ ჩადენილი არაპროვოცირებული, ლაჩრული და უკანონო ომის აქტის შედეგად განვითარებული მოვლენები განიხილეს“.
„2025 წლის 6/7 მაისის ღამეს, ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა პაკისტანის სუვერენულ ტერიტორიაზე კოორდინირებული დარტყმები განახორციელეს. ამ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმების სამიზნე, წარმოსახვითი ტერორისტული ბანაკების არსებობის ცრუ საბაბით, სამოქალაქო ადგილები იყო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა