პაკისტანის საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა

ს საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პაკისტანის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, შეიარაღებული პირები სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში ტურბატის ბაზას დაეხნენ თავს.
პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა საპასუხო ცეცხლის შედეგად, ხუთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია განახორციელეს.
„ჩვენ დიდ დანაკარგებს გადავურჩით“, – ნათქვამია პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ოფისის განცხადებაში.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.