პაკისტანის თავდასხმის შედეგად ავღანეთში, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანმა ავღანეთზე თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში თავდასხმას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ცხრა ბავშვია.
„თალიბანის“ ოფიციალური წარმომადგენლის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, პაკისტანს ასევე სამხედრო რეიდი ჰქონდა კუნარისა და პაქტიკას პროვინციებში, სადაც ოთხი მოქალაქე დაშავდა.
„როიტერი“ წერს, რომ ერთი დღით ადრე პაკისტანის ქალაქ პეშავარში ორმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც სამი სამხედრო ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანსა და ავღანეთს შორის შეტაკებები 11 ოქტომბერს დაიწყო. საუდის არაბეთისა და კატარის შუამავლობით დაპირისპირება დროებით შეწყდა, თუმცა ქვეყნებს შორის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა. დაპირისპირება 15 ოქტომბერს განახლდა, რასაც, სულ მცირე, ათი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ და ავღანეთი ჯერ – 48-საათიან, ხოლო მოგვიანებით დოჰაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა