პაკისტანის არმიის ინფორმაციით, ინდოეთის თავდასხმას 26 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

პაკისტანის არმიის მეთაურის განცხადებით, ინდოეთის თავდასხმების შედეგად 26 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
არმიის მეთაურის თქმით, დაშავებულია 46 ადამიანი.
ამასთან, პაკისტანის არმიის მეთაურმა განაცხადა, რომ ინდოეთს უპასუხებს მის მიერ შერჩეულ დროს, ადგილას და საშუალებებით.
ამასთან, ინდოეთის პოლიციის ინფორმაციით, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში პაკისტანის მიერ განხორციელებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა.
შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ეს იყო ინდოეთის პასუხი ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დელი აცხადებს, რომ ოპერაცია “სინდორის” ფარგლებში ცხრა ობიექტს დაარტყა. პაკისტანის ინფორმაციით, ინდოეთმა სამი ლოკაცია დაბომბა.
აცხადებს, რომ ინდოეთის კუთვნილი 5 მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა