რეზოლუციაში სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე – ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ევროპარლამენტის ინიციატივაა

ის, რაც ევროპარლამენტში მოხდა, ევროპარლამენტის ინიციატივაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ განაცხადა, სადაც ს გათავისუფლების შესახებაც არის საუბარი.
მისი თქმით, ევროპარლამენტსა და ევროპარლამენტის წევრებს თავიანთი მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა შეუძლიათ.
„ისინი საკუთარი ამომრჩევლების წინაშე არიან პასუხისმგებელნი. ევროპარლამენტი ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტია და ჩვენ მათ მიერ სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემთ, რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ჩვენმა ლიდერებმა, მათ შორის კომისრებმა საკუთარი აზრი უკვე გამოთქვეს. ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მისი, როგორც პატიმრისა და სასამართლოში ბრალდებულის ყველა უფლება დაიცვას და რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოსა და ხელისუფლების სრულ განკარგულებაში ვართ, თუკი მათ სურთ, რომ ევროკავშირი რაიმე გზით ჩართული იყოს. ასე რომ, რაც ევროპარლამენტში მოხდა ევროპარლამენტის ინიციატივაა. თუ ჩემს პირად აზრს მეკითხებით, პირად აზრს ჩემთვის ვიტოვებ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა