პაველკომ სასამართლო დავა მოიგო – უკრაინის ხელისუფლებას მისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდაც მოუწევს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტისა და UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის წევრის ანდრეი პაველკოს საჩივარი უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით სრულად დააკმაყოფილა.
სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის ხელისუფლების ქმედებები ანდრეი პაველკოს დაკავების დროს არღვევდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლს, კერძოდ მის მე-4 პუნქტს, რომელიც ყველა ადამიანს უფლებას აძლევს დაჩქარებულად მიმდინარეობდეს მისი სასამართლო განხილვა და დაუყონებლივ გათავისუფლდეს, თუ დაკავება უკანონოა.
ECHR-მა განაცხადა, რომ ანდრეი პაველკოს არ მიენიჭა ასეთი უფლება. ამასთან ერთად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოებისგან
განმცხადებლის სასარგებლოდ ფულადი კომპენსაციის მიღების.
ინფორმაციისთვის, 2023 წლის დასაწყისში, პაველკო კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენა. მას ბრალი კორუფციასა და ფულის გაფლანგვაში ედებოდა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამჟამად ანდრეი შევჩენკოა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში