პაატა სალია USAID- ზე: ამ ორგანიზაციას მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას

პაატა სალია USAID- ზე: ამ ორგანიზაციას მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას
ჩვენ ასე ნუ შევხედავთ, რომ USAID- ი მხოლოდ ცუდ რამეს აკეთებდა. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მრავალი წლის განმავლობაში არსებობს ეს ორგანიზაცია და მრავალი კეთილი საქმეც გაუკეთებია, ისევე როგორც საქართველოში ჩვენ გვახსოვს არაერთი პროექტი და დახმარება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ USAID- ზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ხშირ შემთხვევაში ეს იყო დახმარება, რომელიც საქართველოს ბიუჯეტში მიემართებოდა და საქართველოს ხელისუფლება ამ დონორებისგან მიღებულ თანხებს ახმარდა იმ მიზნებს, რისთვისაც ეს იყო განკუთვნილი. ყველა თეთრი არის გამჭვირვალე და საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ეს სიკეთეები.
აქ საპირწონეზე დგას ის მოქმედებები, რაც ამ პერიოდში გახდა ცნობილი ჩვენთვის. ჩვენ ამას ვვარაუდობდით, ვამბობდით, ვიცოდით, თუმცა უკვე -ის ხელმძღვანელი პირებისგან, მათ შორის პრეზიდენტისგან, გახდა ცნობილი, რომ ეს ორგანიზაცია იმ კეთილშობილურ მიზნებთან ერთად, რომელსაც ახორციელებდა მნიშვნელოვანწილად, ამ დაფინანსებაში ლომის წილი მოდიოდა სწორედ იმ დაფინანსებაზე, რომელიც ემსახურებოდა სხვადასხვა ქვეყანაში გადატრიალების, ფერადი რევოლუციების დაფინანსებას, მათთვის სასურველი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას და ა.შ.
რა თქმა უნდა, კარგი არის გაკეთებული, თუმცა საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რომ არის მნიშვნელოვანი მოქმედებები, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის, ისევე როგორც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ამიტომ ამის შედარება და ხაზგასმა იმის, რომ მხოლოდ კეთილ საქმეებს აკეთებდა, ამ მოცემულ შემთხვევაში არასწორია“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიფ სტეიტს მმართველობის ლეგალიზებისთვის პლაცდარმი მზად აქვს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში. აირჩევენ ყველაზე ეფექტურ ქვეყანას, რომ უმოკლეს ვადებში აჩვენონ ხალხს კორპორაციული მმართველობის აბსოლუტური “სიჯანსაღე” და შემდგომ დომინოს ეფექტით შემოაღებინონ სხვა ქვეყნებს კორპორაციული მმართველობა

როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა