პაატა მაჯგალაძე – „ქართული ოცნების“ წევრებმა სული მიყიდეს ლუციფერს, ანუ ბიძინა ივანიშვილს – ყველაფერი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ – მტერს უნდა, ერთმანეთთან საერთო ვერ ვნახოთ და ამ არეულობით ისარგებლოს

ეს ყველაფერი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ – მტერს უნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საერთო ვერ ვნახოთ და ამ არეულობით ისარგებლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებმა სული მიყიდეს ლუციფერს, ანუ ბიძინა ივანიშვილს და რასაც ის ეტყვის, იმას გააკეთებენ.
„მე როგორც შევატყვე თავისუფალი არჩევანი არ აქვთ ამ ადამიანებს. სული მიყიდეს ლუციფერს და რასაც ლუციფერი, ანუ ივანიშვილი ეტყვის იმას გააკეთებენ. არანაირი საღი აზრის ლოგიკა არ აქვთ. მ თქვა, რომ თურმე, 300 რეკულტირებული ახალგაზრდა აპროტესტებს. თვითონ რომ გამოვიდნენ იგივე რაოდენობა 200 000-იაო და ჩვენ თურმე, 300 ვართ. ანუ, რაღაცა სჭირთ თვალში, გონებაში, ყურში არც ესმით. ძალადობა მართლა შობს ძალადობას და ეს ყველაფერი მიდის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ეს ს ინტერესია მხოლოდ. მტერს უნდა, რომ ჩვენ ერთმანეთთან საერთო ვერ ვნახოთ და ამ არეულობით ისარგებლოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ