პაატა მანჯგალაძის განცხადებით, გუშინდელი საკომიტეტო განხილვის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „კანონპროექტი არსით, ხორცით, სულით რუსულია და ქმედებებიც არის შესაბამისი“

ხელისუფლებაში ნეობოშევიკებიც არ არიან – ბოლშევიკების პირდაპირი, სულიერი მემკვიდრეები არიან, რაც „რუსული კანონის“ მიღებამ კარგად გამოაჩინა, – აღნიშნული შეფასება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა მ გააკეთა.
მისივე თქმით, გუშინდელი საკომიტეტო განხილვის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „კანონპროექტი არსით, ხორცით, სულით რუსულია და ქმედებებიც არის შესაბამისი“. როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება, რადგან სააქართველოს ჩაბარებას არავინ აპირებს.
„ამ კანონს მოაქვს დაპირისპირება და არა სამოქალაქო მშვიდობა, ხოლო საქართველოს ყველა პატნიორისა და მეგობრის გარეშე ტოვებს. ამ კანონით კმაყოფილი პუტინი და პუტინის ს წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, კანონი, რომელიც თავისი შინაარსით და მოცემულობით საქართველო აკარგვინებს მეგობრებს და უხურავს ევროკავშირში გაწევრიანების გზას, არის რუსული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თითქმის 10-საათიანი მუხლობრივი განხილვის შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?