– 9 აპრილსაც ზუსტად ასე მოიქცა „ვასმოი პოლკი“, გასაქცევი ჩაუკეტა ხალხს და მერე დაიწყეს მათი დალეწვა – რამდენსაც დაარტყამს ხელს საკუთარ მოქალაქეს, მით უფრო არ იქნება ხელისუფლება ლეგიტიმური – ე.წ. ხელისუფლებაც კი არ შეიძლება ასე იქცეოდეს

აქციებზე რაც ვნახეთ, ფაქტობრივად, 9 აპრილსაც ზუსტად ასე მოიქცა „ვასმოი პოლკი“, გასაქცევი ჩაუკეტა ხალხს და მერე დაიწყეს მათი დალეწვა – ყოველ დღე რამდენსაც დაარტყამს ხელს საკუთარ მოქალაქეს, მით უფრო არ იქნება ხელისუფლება ლეგიტიმური, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ხელისუფლებაც კი არ შეიძლება ასე იქცეოდეს.
„ამ აქციებზე რაც ვნახეთ, ფაქტობრივად, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან 9 აპრილსაც ზუსტად ასე მოიქცა „ვასმოი პოლკი“, გასაქცევი ჩაუკეტა ხალხს და მერე დაიწყეს მათი დალეწვა. ზუსტად ასე იყო. ადამიანებს გასასვლელები ჩაუკეტეს და მერე დაიწყეს დარბევა. ფიზიკურად ანადგურებენ, რაც ვიდეო ვნახეთ. ასევე თვალითაც ვნახე პირადად. ბევრს მივეხმარეთ, ბევრს ვერ მივეხმარეთ. არ შეიძლება ქართველი ასე მოიქცეს. ე.წ. ხელისუფლებაც კი არ შეიძლება ასე მოიქცეს. შესაბამისად, ყოველ დღე რამდენსაც დაარტყამს ხელს საკუთარ მოქალაქეს, მით უფრო არ იქნება ხელისუფლება ლეგიტიმური“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
როგორც ის აღნიშნავს, ხალხი ქუჩაში „ბიძინას ზონდერების ხელისუფლების წინაშეა გამოსული საქართველოს დასაცავად“.
„ეს ხალხი გამოსულია საქართველოსთვის. პარტიებიც ამის ნაწილი ვართ. ჩვენ უბრალოდ მხარდამჭერი როლი შეიძლება შევასრულოთ, მთავარ სათქმელს ამბობს ხალხი. გუშინ რაც ვნახეთ, წაქცეულ ქალებს, ბავშვებს ურტყამდნენ – ეს არ არის პოლიცია, სამართალდამცველი, ესენი არიან ზონდერები, ბიძინას ზონდერები და ამ ბიძინას ზონდერების ხელისუფლების წინაშეა ეს ხალხი გამოსული ქუჩაში საქართველოს დასაცავად“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება „პირველ არხთან“ მიმდინარე აქციას, მანჯგალაძის თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ხალხს ეკუთვნის და არ შეიძლება იქ თავისუფალი სიტყვა არ ისმოდეს.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ეკუთვნის ხალხს და გადაქცეულია პროპაგანდისტულ საშუალებად. არ ვამბობ, ჩვენი მხარდამჭერი იყოს, მაგრამ არაფრით შეიძლება, რომ თავისუფალი სიტყვა არ ისმოდეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს