პაატა მანჯგალაძე – 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია – უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი

„სტრატეგია-აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს შეკრების დაანონსება, გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობაა, ყველას დაანახოს, რომ მათ ინიციატივას ქვეყანაში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ეს იქნება „მიკროავტობუსების აქცია“, რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი.
„ეს არის გაკოტრებული ხელისუფლების მცდელობა, ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ბევრი მხარდამჭერი იცავს მათ ინიციატივებს. თავისით მოსულები არიან ის ახალგაზრდები, რომლებიც 9 დღეა უკვე ქუჩაში არიან გამოსულები, დანარჩენები ჩამოვლენ მიკროავტობუსები რაიონებიდან. „ქართულ ოცნებას“ ფული აქვს და ილუზიას ქმნიან, რომ დიდი რამე ხდება. საჯარო მოხელეები, რომ ჩამოდიან ხელფასზე დამოკიდებულები, რას ითხოვენ რომ „რუსული კანონი“ მიიღეთო? უბრალოდ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. აბა რუსული კანონის მიღება თუ მინდა, პროტესტს ვაპირებ და რად მინდა მიკროავტობუსების დაქირავება? რაიონში მიკროავტობუსი აღარ არსებობს, რომელიც გაქირავებული არ არის უკვე. მაგას დავარქმევ „მიკროავტობუსების აქციას“, რადგან აქციაზე უფრო მეტი მიკროავტობუსი იქნება, ვიდრე ადამიანი“,-განაცხადა მ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს რეგიონებიდან მხარდამჭერების ჩამოყვანას აპირებს. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს იქნება სახალხო შეკრება იმ ადამიანების, რომლებსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იწონებენ.

ასევე დაგაინტერესებთ