პაატა მანჯგალაძე – ჩვენ – „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს

ჩვენ – „გამარჯვების კოალიცია“ ავიღებთ მინიმუმ 40%-ს – ყოველ დღე მივალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და ადამიანებს ვეტყვით, რომ ეს სიღარიბე, მაღალი ფასები, უმუშევრობა არ არის განაჩენი და ჩვენ ერთად შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ხმა, რომელიც ბარიერის მიღმა დარჩება, არის დახმარება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენისთვის, ამიტომ მან “ნამდვილ ოპოზიციურ პარტიებს” 5%-იანი ბარიერის გადალახვა უსურვა.
“გამარჯვების კოალიციას” აქვს თავისი დღის წესრიგი, სტრატეგია. მე მზად ვარ ვილაპარაკო “გამარჯვების კოალიციის” გეგმებზე, სხვა პარტიის გეგმებზე გამიჭირდება საუბარი. ერთი შემიძლია, ყველა ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას ვუსურვო – ჩვენ ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის გვჭირდება 1 მილიონი 5%-იანი გადალახული ხმა. ყველას ვუსურვებ, რომ ეს 5%-იანი ბარიერი გადაილახოს. რატომ? ყველა ხმა, რომელიც დარჩება ბარიერის მიღმა, არის დახმარება “ქართული ოცნებისთვის” ხელისუფლებაში დარჩენისთვის. ამიტომ ყველას ვგულშემატკივრობთ, რომ ყველა ნამდვილმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს ბარიერი,” – განაცხადა მანჯგალაძემ.