– ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ – ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!

თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს „ქოცური“ აბსურდის სახელმწიფო, სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, გაქვს – გამარჯვების უფლება არა – ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ ძალა შიშზე, სიჩუმესა და უმოქმედობაზე დგას.
„თენდება დილა და მოქმედებას იწყებს ეს „ქოცური“ აბსურდის სახელმწიფო სადაც: ბრალის გარეშე ხარ ბრალდებული, თავისუფლების სახელით ხარ შეზღუდული, გაქვს – გამარჯვების უფლება არა.
მშვიდობა სიჩუმეა; მოძალადე – დაცული; ხალხი – დაუცველი. თუ ფიქრობ – საშიში ხარ; თუ ხმას იღებ უკვე დამნაშავე ხარ; თუ იბრძვი – უცხოეთის აგენტი; თუ აპროტესტებ – პროვოკატორი. ეს არის „ქოცური“ სახელმწიფო, ავტოკრატიაში შეფუთული ფარსი. რეჟიმი, რომელიც ყოველ დღე ცდილობს გაგანადგუროს შიშით, ძალადობით და პროპაგანდით.
აქ მთავარი კანონებია: ომი – მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა.
უფროსი ძმა ყველაფერს ხედავს და ყველაფერი იცის! თუ ეგუები, არ გაქვს წარსული, აღარ გეკუთვნის აწმყო, მომავალს კი სხვები განსაზღვრავენ. მათი ძალა შიშზე და ჩვენს სიჩუმეზე, უმოქმედობაზე დგას.
ჩვენ არ ვართ ის ერი, ვის ისტორიასაც მტრები წერენ და მომავალს მოღალატეები განსაზღვრავენ.
გვჯეროდეს ერთმანეთის და თავისუფალი საქართველოსი. ჩვენ მეტნი ვართ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა