– ჩემთვის პრეზიდენტის ინიციატივა გაუგებარია – რეფერენდუმი ჩაატარო საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს

ჩემთვის ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ საქართველოს პრეზიდენტის, ს ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, მისთვის რეფერენდუმი ა, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას.
“სტრატეგია აღმაშენებელში” და არც ჩვენს პარტნიორებთან – “ნაციონალურ მოძრაობასთან” ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, მაგრამ როგორც ერთი ადამიანის და დეპუტატის პოზიციას გეტყვით ამ საკითხზე: ჩემთვის ეს ინიციატივა ნამდვილად გაუგებარია, იმიტომ, რომ რეფერენდუმი ჩაატარო იმ საკითხზე, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება, არ მგონია სწორი იყოს. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს გზა გადახედვას არ ექვემდებარება და ვინც ამის მიღმა დააყენებს თავს, არჩევნები ისედაც რეფერენდუმი იქნება. ვისაც უნდა და საბჭოთა კავშირი, მონობა და ჭაობი ენატრება, აირჩევს “ქართულ ოცნებას”. [] შეიძლება უფრო მეტს ხედავს, ვიდრე მე. არ ვიცი, რაზეა ლაპარაკი, ჩემთვის რეფერენდუმი არჩევნებია, რომ რეჟიმი, რომელიც ეღობება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ფაქტობრივად, დივერსიას უწყობს ევროპულ კურსს, ჩამოაშორო ხელისუფლებას”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ამავე თემაზე საუბრისას, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ თუ ვინმე მივა და დაარწმუნებს მას, რომ ამით რამეს გადავარჩენთ, “ხელმოწერას არ დაამადლის”.
“თუ ვინმე მოვა და დამარწმუნებს, რომ ამით რამეს გადავარჩენთ, ხელმოწერას არ დავამადლი, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ რაიმეს სიცხადე და სიახლე მოგვიტანოს ამ ინიციატივამ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: „გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?