– შელამაზებაა, რომ აქციები თვითდინებით რამეს იზამს, საჭიროა წინა ფლანგზე გამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები – არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან არ სხდებიან, მგელი და ცხვარივით ვართ

პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება იმ ხალხის იმედად, რომელიც დადის აქციებზე, რომლებსაც ჯარიმებს უწერენ და აკავებენ, საჭიროა წინა ფლანგზე გამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები და აიღონ პასუხისმგებლობა , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ.
„ვინმეს კი არ უნდა მოვეფეროთ, სიმართლე უნდა ვთქვათ. ნამდვილად არ არის კარგი ვითარება, ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. არ ვიცი 76 წლის ქალს [სალომე ზურაბიშვილს] რამდენად შეუძლია აქციებზე ირბინოს, მაგრამ ვიტყვი ჩემ აზრს, სად არის პრობლემა. მართლა რთულ ვითარებაში ვართ და შელამაზებაა, რომ ეს აქციები თვითდინებით რამეს იზამს, არა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ დასხდნენ ერთად და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან არ სხდებიან, [ამბობენ], ის თუ მოვა, წავალ, მგელი და ცხვარივით ვართ. ეს არ არის სწორი მიდგომა.
ეს პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება იმ ხალხის იმედად, რომელიც დადის აქციებზე, (ჩვენც დავდივართ) ჯარიმებს უწერენ და აკავებენ, საჭიროა წინა ფლანგზე გამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები და აიღონ პასუხისმგებლობა, პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა. ერთმა პარტიამ კი არ აიღოს, არამედ აქ არის პარტიების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძის თქმით, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთად ფოტოს გადაღებასაც კი ერიდებიან და ეს სერიოზული პრობლემაა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, პათეტიკის გარეშე ვამბობ. როგორც ხელისუფლება გვიპირდება ორგანიზებულად და მწყობრად, ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელმაც გაყალბების მიუხედავად ძალიან მაგარი შედეგი აჩვენეს, უნდა დავუპირისპირდეთ ორგანიზებულად. სურათს რომ ვერ იღებენ ლიდერები ერთად და ერთად არ დგებიან, ეს არის სერიოზული პრობლემა. ამაზე თუ არ ვილაპარაკეთ, ეს პრობლემა არ მოგვარდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს