„ქართულ ოცნებას“ – თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით, იცოდეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება!

მტრის ხატი იმიტომ გჭირდებათ, რომ ხალხმა არ ისაუბროს თქვენს მარცხზე, კორუფციაზე, იზოლაციაზე და ღალატზე! თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანმა, მ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მალე დასრულდება“.
„მტერი, მტერი, მტერი – გაცვდა, აღარ მუშაობს, არავის სჯერა! როცა ხალხს სიცივე, შიმშილი და სიღარიბე აწუხებს, ზღაპრებით ვერ დააპურებთ.
მოდით, მარტივი კითხვა დავსვათ: თუ ბალტიის ქვეყნები მონები არიან, რატომ ცხოვრობენ ჩვენზე უკეთ და უფრო უსაფრთხოდ?
იქ ადამიანები ჩვენზე 4-6-ჯერ მეტ პენსიას, ხელფასს და უკეთეს სერვისებს იღებენ.
მაშინ ვინ გამოდის ნამდვილი მონა – ის, ვისაც არჩევანი აქვს, თუ ის, ვინც თქვენს პროპაგანდაშია ჩარჩენილი?
თქვენ ეს პროპაგანდა მხოლოდ იმიტომ გჭირდებათ, რომ ხალხმა მთავარი კითხვები არ დასვას:
· რატომ ღარიბდება ქვეყანა და მდიდრდება მხოლოდ ბიძინა და მისი მსახურები?
· რატომ გაიქცა ქვეყნიდან მილიონზე მეტი ქართველი?
· რატომ არ ჰყოფნის პენსიონერს ფული წამლისთვის და პურისთვის?
· ვის ატყუებთ? როგორ შეუძლია ბიძინას მონას ვინმეს მოუტანოს თავისუფლება, მშვიდობა და კეთილდღეობა?
აი, ამიტომ გჭირდებათ მტრის ხატი, რომ ხალხმა არ ისაუბროს თქვენს მარცხზე, კორუფციაზე, იზოლაციაზე და ღალატზე!
თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს