პაატა მანჯგალაძე – „ქართულმა ოცნებამ“ ჭკუა ვერ ისწავლა – ჩვენ მათ არცერთ პროვოკაციას არ ავყვებით, შერკინების დრო და ადგილი დანიშნულია 26 ოქტომბერს

ნებისმიერ ანალოგში, მათ შორის ფრანგულ ანალოგში წერია და განსაზღვრულია, რომელია სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნები და რომელი მტრული ქვეყნები. “ქართული ოცნებისთვის” მგონი პირიქით არის, მტერი არის მოყვარე, მოყვარე არის მტერი. ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ძალიან გაუჭირდა და “ჭკუა ვერ ისწავლეს.”
„როგორც ჩანს, “ქართულ ოცნებას” ძალიან გაუჭირდა. ვერ ისწავლეს ჭკუა. ჩვენ მათ არცერთ პროვოკაციას არ ავყვებით. შერკინების დრო და ადგილი დანიშნულია 26 ოქტომბერს. რაც შეეხება ამ კანონს, ჩვენ ერთი რაუნდი მოვუგეთ “ქართულ ოცნებას” და ასე მოვუგებთ მეორე რაუნდსაც არჩევნების დროს, როცა ისე გავუშვებთ სახლში, ვერასდროს ვერ გაბედავს ასეთი კანონების დაინიცირებას.
ჩვენ განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ. “ქართულ ოცნებას” უნდა ჩაანაცვლოს პრობლემა და ხალხს უთხრას, რომ პრობლემა უცხოური დაფინანსებაა, როცა თავად წარმოადგენს ამას.
ნებისმიერ ანალოგში, მათ შორის ფრანგულ ანალოგში წერია და განსაზღვრულია რომელია სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნები და რომელი მტრული ქვეყნები. “ქართული ოცნებისთვის” მგონი პირიქით არის, მტერი არის მოყვარე, მოყვარე არის მტერი. ამ კანონის მიღება არ შეიძლება. ფრანგულ კანონში პირდაპირ წერია, რომ ევროკავშირის ქვეყნებზე სტრატეგიულ და მეგობარ ქვეყნებზე ეს არ ვრცელდება”, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ მიიღონ “ქართულმა ოცნებამ ახლა ეს გადაწყვეტილება, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ “ქართული ოცნება” არის ჩამოშლილი, გაკოტრებული და ცდილობს, რომ ხალხი ასაუბროს არარსებულ პრობლემაზე, მაშინ, როცა თავად წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავარ პრობლემას.”
“ქართული ოცნება” არის ჩამოშლილი, გაკოტრებული და ცდილობს, რომ ხალხი ასაუბროს არარსებულ პრობლემაზე, მაშინ, როცა თავად წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავარ პრობლემას. მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს, ჩვენი ევროპაში ინტეგრაციის, რომ ემიგრანტები დაბრუნდნენ სამშობლოში, მთავარ შემაფერხებელ გარემოებას, რომ საქართველოში იყოს სამუშაო ადგილები და რომ ქართველები არ წავიდნენ საქართველოდან”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ