პაატა მანჯგალაძე – საპატიო და სიმბოლურ თავმჯდომარეს სახელმწიფოს მეთაურის დანიშვნის უფლება რომ აქვს, ნამდვილი თავმჯდომარე რას აკეთებს?! ეს ხომ არაფორმალური მმართველობაა?!

ზარქუამ თქვა, კაცისთვის რაღაც ფუნქცია ხომ უნდა მიგვეცაო, ზარქუას მისაცემი რა ჰქონდა ივანიშვილს?! – საპატიო და სიმბოლურ თავმჯდომარეს სახელმწიფოს მეთაურის დანიშვნის უფლება რომ აქვს, ნამდვილი თავმჯდომარე რას აკეთებს?! ეს ხომ არაფორმალური მმართველობაა?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა მ განაცხადა.
მანჯგალაძე დანიის ელჩის ოპ-ედს გამოეხმაურა, რომელიც ივანიშვილს არაფორმალურ მმართველს უწოდებს.
„ის, რომ ივანიშვილმა რუსეთში დააგროვა ფული და ის, რომ ოლიგარქია, ესაა საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტება, მე ვერ ხვდები, რაზე სთხოვენ პასუხს ამ ადამიანს?! ივანიშვილი ოლიგარქია და ოლიგარქი ნიშნავს არა კულუარებში მყოფ ადამიანს, არამედ ფინანსური რესურსით ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას, ხელისუფლების არალეგიტიმურად ფლობას. ის, რომ თითქოს გამოვიდა ბუნაგიდან და ნახევრად ლეგიტიმური თანამდებობა მიიღო, ეს ვერ უშველის, ოლიგარქი დარჩა ოლიგარქად,”- განაცხადა მანჯგალაძემ.