პაატა მანჯგალაძე – რუსეთის დაზვერვის განცხადება მტრის ჩანაცვლების სპეცოპერაციის ნაწილია – როცა გეუბნებიან, რომ დასავლეთი მტერია, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მტერი ჩანაცვლებულია

რუსეთის დაზვერვის განცხადება მტრის ჩანაცვლების სპეცოპერაციის ნაწილია. როცა გეუბნებიან, რომ დასავლეთია მტერი, დასავლეთიდან მოდის საფრთხე, დასავლეთი ომს გვაძალებს, ხოლო ზრუნავს – მტერი „ქართული ოცნებისთვის“ ჩანაცვლებულია. მათთვის მტერი არის დასავლეთი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, მ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის დაზვერვის განცხადება ემსახურება ადამიანების დათრგუნვას.
„ეს არის ე.წ. ჰიბრიდული ომის ტაქტიკა. საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. რეჟიმი ანუ ივანიშვილის ხელისუფლება არ არსებობს. ვერცერთ ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ნახავთ, რომელმაც აღიარა მათი ლეგიტიმურობა. არ არსებობს ასეთი. შექმნეს ცრუ მოლოდინი და ამბობდნენ, რომ 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაცია მოხდება და მოგვიხსნიან სანქციებს. მოხდა პირიქით, ფაქტობრივად, გარდამავალი მთავრობის პირობებში მათი სახელითა და გვარებით სანქცირება მოხდა. მხარდამჭერად ვინ გამოუჩნდათ? ამ რეალობაში, როცა ცივილიზებული მსოფლიო და არც ქართველი ხალხი არ აღიარებს მათ ლეგიტიმაციას, გამოჩნდა რუსეთი. რუსეთის დაზვერვის ყველა განცხადება ემსახურება ადამიანების დათრგუნვას. ჰიბრიდული ომის ნაწილია ისე დათრგუნო ადამიანები, რეალური აზროვნების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ. როცა „რუსული კანონი“ შემოიტანეს, თავიდან ვამბობდით და ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ ეს არის მტრის ჩანაცვლების სპეცოპერაცია. ჩვენ 30 წელზე და 200 წელზე მეტია ვიცით, რომ ერთადერთი ღია მტერი, ვინც საქართველოს ემუქრება, ღიად, საჯაროდ და ასრულებული აქვს, რომ ოკუპირებულია აქვს ტერიტორიების 20%, არ აღიარებს კავკასიაში საქართველოს, როგორც თავისუფალ, სუვერენულ ქვეყანას, არის რუსეთი. მტრის ჩანაცვლების სპეცოპერაციის ნაწილია, როცა გეუბნებიან, რომ დასავლეთია მტერი, დასავლეთიდან მოდის საფრთხე, დასავლეთი ომს გვაძალებს, ხოლო რუსეთი ზრუნავს. მთავარი მოკავშირე ამ წუთას არის ე.წ. დიქტატორების კლუბი. ივანიშვილის მთავარი მოკავშირე არის დიქტატორების კლუბი. ვინ არის ესენი: ირანი, რუსეთი, ბელორუსია. ჰიბრიდული ომი არის მოწინააღმდეგე ქვეყნის მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისა და ხელისუფლების სტრუქტურების დათრგუნვა. არსად ჰიბრიდული ომი განმარტებული არ არის, რომ საკუთარი ე.წ. ხელისუფლება თრგუნავდეს საკუთარ ხალხს. ჩვენ ასეთ არასტანდარტულ ვითარებაში ვართ. ყველგან ჰიბრიდული ომი ნიშნავს გარედან მოსული მტრის საინფორმაციო შეტევას ადამიანების ტვინებზე. ჩვენთან შეტევას ახორციელებს ე.წ. ხელისუფლება.
კანონები შემოაქვს, რეგულაციები შემოაქვს. ჰიბრიდული ომი ეს არის, რომ შექმნას ბუნდოვანება, ჩვენ ამ ბუნდოვანების სივრცე არ უნდა დავტოვოთ. ადამიანები შიშში არ დავტოვოთ. ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომ ადამიანები ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანონ, სწორი ანალიზის შესაძლებლობა მოესპოთ. დაშინებულმა, დათრგუნულმა ადამიანმა არ იაზროვნოს, იმოქმედოს ლოგიკურად. როგორ უნდა დავუპირისპირდეთ? რასაც ახლა ვაკეთებთ. ამაზე ვსაუბრობთ ღიად, ადამიანებს ნამდვილ ინფორმაციას ვაწვდით, ვეუბნებით რას ემსახურა „რუსული მეგობრული განცხადება“, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი მტერია და არეულობა უნდა ქვეყანაში.
200 ათასი კაცი იყო ახალ წელს გამოსული ხელისუფლების გასაპროტესტებლად. უბრალოდ 100 ევროზე, რომ გადავამრავლოთ რა თანხაზე ვლაპარაკობთ?! ეს თანხა როგორ შეიძლება ვინმემ დაარიგოს, 200 ათას კაცს მისცეს თანხა და ვერავინ გადაიღოს?! ასეთი რამ არსებობს? ეს ხომ შეურაცხყოფაა იმ ხალხის, ვინც 90 დღეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებს. სამწუხაროდ, ორასი წელია პატრიოტებს ნაძირალები ასამართლებენ. ეს რეალობაა, ეს უნდა შევცვალოთ, ქვეყანა არის მიტაცებული და ეს უნდა დავიბრუნოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ერთად სინქრონულად მოქმედებს.
„ვიღაცები ახლაც ამბობენ, რომ [ქართულ ოცნებაში] რუსებსა და მათ ინსტრუქციას კი არ მიყვებიან, ემთხვევა უბრალოდ ინტერესები. ასე იყო დიდი ხანია. ახლა ავიღოთ ს ის განცხადება, რომლითაც ევროკავშირის ელჩს პასუხობს და რუსეთის ე.წ. დაზვერვის განცხადება, ერთი-ერთში არის თუ არა ეს განცხადება ამ ყველაფრის გაგრძელდება. „ევროკავშირის ელჩი არ ჯდება დიპლომატიურ ჩარჩოში“, „ბრიუსელს უნდა არეულობა“ და „წესრიგი უნდათ“ რუსებს, რომლებმაც ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ თურმე იგეგმება დასავლეთის მხრიდან არეულობა და აქციებზე ფულის დარიგება. ეს ხომ იაფფასიანი პროპაგანდაა. ეს არის ე.წ. მეხუთე კოლონა საქართველოში, რომელიც უნისონში, სინქრონულად მოქმედებს რუსულ სპეცსამსახურებთან. რაც შეეხება გერმანიის ელჩთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ შეფასებებს, მტერი „ქართული ოცნებისთვის“ ჩანაცვლებულია. მათთვის მტერი არის დასავლეთი. მათთვის მტერი არის პატრიოტი ქართველი, ხოლო ადამიანები, რომლებიც თავის მომავალს ჰყიდიან ფულზე და ემსახურებიან მტრის ინტერესს, არიან პატრიოტები. ასეთ არეულ რეალობას გვთავაზობს „ქართული ოცნება“. საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნება“ არის ნული. ქვეყნის შიგნითაც არის ნული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს – დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ“