პაატა მანჯგალაძე – როდის გახდა მამამისი მილიონერი? ღარიბაშვილი, რომელიც ცალ-ცალი ფეხსაცმლით მოვიდა ხელისუფლებაში, როგორ არის მილიონერი?

ადამიანურადაც სამწუხაროა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ეს ყველაფერი – მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი [], რომელიც მოწყვეტილია რეალობას. საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე – როდის გახდა მამამისი მილიონერი? ღარიბაშვილი, რომელიც ცალ-ცალი ფეხსაცმლით მოვიდა {ხელისუფლებაში}, როგორ არის მილიონერი? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, „კეთილსინდისიერებასთან ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას” არავითარი საერთო არ აქვს“.
„ადამიანურადაც სამწუხაროა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ეს ყველაფერი – მმართველო პარტიის თავმჯდომარე არის ადამიანი, რომელიც მოწყვეტილია რეალობას. საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე, როცა ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირდაპირ თქვა, რომ ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, სტუდენტობა, არანაირი შემოსავალი ოჯახიდან არ ჰქონია და ახლა ამბობს, რომ მამამისი არის მილიონერი. როდის გახდა მამამისი მილიონერი? მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე რომ ვლაპარაკობთ, მოდით, „ქართული ოცნებით“, ღარიბაშვილით დავიწყოთ და აღმოჩნდება, რომ კეთილსინდისიერებასთან არავითარი საერთო ღარიბაშვილს და “ქართულ ოცნებას” არ აქვს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
გარდა ამ თემისა, ჟურნალისტის კითხვაზე, რას უნდა ემსახურებოდეს ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორის მხრიდან, დაბადების დღის აღნიშვნის მოტივით, სამი მოსამართლის იტალიაში წაყვანა, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ „რომ არა ამერიკა, ვიქნებოდით ს გუბერნია”.
„ჩემთვის პრობლემაა, ღარიბაშვილი რომელიც ცალ-ცალი ფეხსაცმლით მოვიდა [ხელისუფლებაში], როგორ არის მილიონერი? ამერიკა არის ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტია. რომ არა ამერიკა, ვიქნებოდით რუსეთის გუბერნია. უცხოეთის დაფინანსებით აქვთ მიღებული განათლება პაპუაშვილს, ღარიბაშვილს, ს და ბევრ სხვას. ეს არ არის ჩარევა?“- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ