პაატა მანჯგალაძე – როგორც ჩანს, მაკა ბოჭორიშვილს ჩაეძინა და ახლა იმართლებს თავს იმით, რომ რეზოლუციის ინიცირების საკითხს გიორგი ვაშაძემ ხელი არ მოუწერა – ჩვენთვის რომ ეთქვათ, არათუ 10 ხელმოწერას, არამედ 30-ს შევუგროვებდით

როგორც ჩანს, მაკა ბოჭორიშვილს ჩაეძინა და ახლა იმართლებს თავს იმით, რომ მ ხელი არ მოუწერა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელში, „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნას.
მანჯგალაძის თქმით, მათი დელეგაციისთვის რომ ეთქვათ, სიამოვნებით დააორგანიზებდნენ პროცედურას და არათუ 10 ხელმოწერას, არამედ 30-ს შეუგროვებდნენ.
“ეს არის “ქართული ოცნების” პროპაგანდა, რაც, ალბათ, სჭირდებოდათ საქართველოში შიდა მოხმარებისთვის. როგორც ჩანს, ამ რეზოლუციის გასვლის არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ, თორემ 110 კაციდან სპონსორობის პრობლემა ნამდვილად არ ჰქონდათ. ჩვენი დელეგაციისთვის რომ ეთქვათ, სიამოვნებით, ჩვენ თვითონ დავუორგანიზებდით ამ პროცედურას. როგორც ჩანს, მაკა ბოჭორიშვილს ჩაეძინა და ახლა იმართლებს თავს იმით, რომ გიორგი ვაშაძემ ხელი არ მოუწერა.
ჩვენთვის რომ ეთქვათ, სიამოვნებით დავუორგანიზებდით, 10 ხელმოწერას კი არა 30-ს შევუგროვებდით”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.
როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა.