პაატა მანჯგალაძე – რაზეც ოცნებობენ, იმაზე საუბრობენ – როგორი ტალახი არ უნდა გვესროლონ, სიძულვილისა და ზიზღის ენაში კობახიძეს არ ავყვებით

რაზეც ოცნებობენ, იმაზე საუბრობენ – ამ პროგნოზებს „ირაკლის ზღაპრები” დავარქვათ, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას საპარლამენტო ს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოგების შესახებ.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, როცა ამბობდა, რომ მას ხალხში ჭარბი ნდობა ჰქონდა, “ქართულ ოცნებას” არჩევნებში 60% მაშინ არ აუღია.
“ახლა ხმების 60%-ს და საკონსტიტუციო უმრავლესობას როგორ იღებენ?! “ქართული ოცნება” ყოველ დღე იმიტომ იძახის, არჩევნებს ვიგებთო, რომ იციან, ეს ასე არ არის. როცა ამტკიცებენ, მაგრები ვართო, ეს იმას ნიშნავს, რომ ასე არ არის – ეს დაახლოებით ისეა: მთვრალი არ ვარ, არ ვარ მთვრალიო…
ბოლო სამ არჩევნებზე ოპოზიციამ მილიონ 100 ათასი ხმა აიღო, “ქართულმა ოცნებამ” – 900 ათასი ხმა. 200 ათასი ხმა გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის? – არის! არსებობს “დაჩის ზღაპრები” – ამას “ირაკლის ზღაპრები” დავარქვათ.
ხალხს აინტერესებს არა ის ყოველდღიური ლანძღვა და გინება, რასაც ხელისუფლება აკეთებს, არამედ როგორ შეიცვლება მათი ცხოვრების პირობები და როგორ აშენდება ქვეყანა. მათ როგორი ტალახი არ უნდა გვესროლონ, სიძულვილისა და ზიზღის ენაში ს არ ავყვებით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ