პაატა მანჯგალაძე ნიკა მელიას დაკავებაზე – ივანიშვილის რეჟიმი არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს – იმ ლიდერების იზოლაციას ცდილობს, ვინც შეიძლება ის ხალხთან ერთად გადატეხოს

ივანიშვილის რეჟიმის არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ს დაკავებას გამოეხმაურა.
მაჯგალაძის თქმით, არის შეშინებული და დამალული, სწორედ ამიტომ ცდილობს ოპოზიციის ლიდერები დააკავოს და მათი პოლიტიკური პროცესებისგან იზოლაცია მოახდინოს.
„ივანიშვილის რეჟიმის არის შუშისფეხებიანი მონსტრი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გადატყდეს. ამიტომ ცდილობს, ვინც შეიძლება ის გადატეხოს ხალხთან ერთად და აქტიური იყოს ამ ბრძოლაში, ამ ლიდერების იზოლაცია მოახდინოს. მის სამიზნეა , ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე, და . ივანიშვილი არის შეშინებული და დამალული“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება -საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობას და სენატორ სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტს, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ აშშ-ის, როგორც დემოკრატიის ფლაგმანის გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ არის მეტი დემოკრატია, თავისუფალი და პოლიტიკურ ლიდერებზე ძალადობის შეწყვიტა.
„როგორც სოციალურ მედიაში ხუმრობენ, ივანიშვილი ისე დაემალა ტრამპისა და რუბიოს წერილს, როგორც პატრული მოგიტანს 5000-ლარიან ჯარიმას და ხალხი ემალება მას. ამერიკა კვლავ დემოკრატიის ფლაგმანია მსოფლიოში. მათი გზავნილია მეტი დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები და შეწყვიტონ ძალადობა პოლიტიკურ ლიდერებზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება, ივანიშვილი კი- მეტი ძალადობა, მეტი რეპრესია, მეტი დაპატიმრება“, – განაცხადა მან.