პაატა მანჯგალაძე – მელიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს მოემსახურება – „გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებზე საუკეთესო შედეგებს მიიღებს

მელიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს მოემსახურება – “გამარჯვების კოალიცია“ არჩევნებზე საუკეთესო შედეგებს მიიღებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს აკეთებს, რომ ს და სხვების წასვლა ნეგატიურად არ აისახოს მათზე.
„არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ არ ვარ ადამიანი, ვისთვისაც სულ ერთი იქნება სად იქნება მელია და რას გააკეთებს, დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ყველა ადამიანის თავისუფალ არჩევანს უნდა ვცეთ პატივი და ნამდვილად არ მიხარია ვინმეს პარტიიდან, ან ჯგუფიდან წასვლა, ეს არ ყოფილა ჩვენი ინტერესი. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს ნიკა მელია მოემსახურება რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამოცანებს. რადგან მან ჩათვალა, რომ შექმნილ ვითარებაში მისთვის უკეთესი და უფრო ხელსაყრელია რეჟიმთან ბრძოლა გააგრძელოს მარტომ, წარმატებას ვუსურვებ ამ გზაზე. არ უნდა ვთქვათ, რომ არაფერს ნიშნავს (მისი წასვლა) და სირაქლემას პოზიციაში არ უნდა ვიყოთ, დიახ ნიშნავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვების კოალიციაში, რომ ნიკა მელიამ ის გააკეთოს რისიც სჯერა და ჩვენ არ დაგვეტყოს ეს წასვლა და ნეგატიურად არ აისახოს არავის წასვლა. ნიშნისმოგებით არ ვამბობ, ამ ადამიანებს, წარმატებას ვუსურვებ. „გამარჯვების კოალიცია“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რა შედეგებიც იყო ნაჩვენები აქამდე, იმაზე კარგი შედეგი ვაჩვენოთ. წარმატებას ვუსურვებ მელიას და მის გუნდს, ვინც ფიქრობს, რომ ბრძოლის უკეთესი გზა აირჩიეს, ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე მივიღებთ საუკეთესო შედეგებს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.