პაატა მანჯგალაძე – მეგონა, ლავროვის განცხადება „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერეს

მეგონა, ლავროვის განცხადება „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერეს – ალილუია, რომ ოკუპაცია ახსენა დარჩიაშვილმა, დუგინიც ამბობს ოკუპაცია ფაქტია და ვერ დავმალავთო,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა მ განაცხადა, რითაც ეუთო-ს მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.
მანჯგალაძის განცხადებით, მხოლოდ ოკუპაციაზე ლაპარაკი არაფერს არ ცვლის და „მთავარია როგორ ებრძვი ოკუპაციას”.
„ისეთ განცხადებებს აკეთებს აკეთებს „ქართული ოცნება“ 2008 წლის ომთან დაკავშირებით, მეგონა, ლავროვის განცხადება „ქართული ოცნების“ შტაბში დაწერეს, რადგან ამერიკელებმა წაგვახალისეს და ჩვენი ბრალიაო ომიო, ამას „ქართული ოცნებაც“ ამბობს. ლავროვს რა უნდა მოვთხოვო, ჯერ ჩემი ხელისუფლებისთვის არ მომითხოვია ამისთვის პასუხი. ალილუია, რომ დარჩიაშვილმა გამოსვლაში ოკუპაციაზე ილაპარაკა, მადლობა ღმერთს და გვიხარია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპაცია ახსენა. ოკუპაციას ისედაც ვერ დამალავ. აქ სხვა რამეშია საქმე, ოკუპაცია კი ახსენა დარჩიაშვილმა, მაგრამ როგორ ხდება ის, რომ ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, ის უფრო იღვწის იმისთვის, რომ გინტურის მკვლელებმა აგონ პასუხი, ვიდრე საქართველოს პარლამენტი, რომელიც ოპოზიციის ამ რეზოლუციაზე უარს ამბობს?! იმიტომ ხდება, რომ არ გააღიზიანონ. მონაწილეობაში კი არაა პრობლემა, იმაშია, როცა ლავროვთან დაჯდები, რას ეტყვი – მოსთხოვ თუ არა 2008 წლის შეთანხმების შესრულებას, მოითხოვ თუ არა ბორდერიზაციის შესრულებას, რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის რა შეთანხმებაც გვაქვს დადებული, შვეიცარიულმა კომპანიამ რომ უნდა გააკონტროლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტვირთებს, ამის შესრულებას მოითხოვ თუ არა. ეუთო-ს მისია შეჩერებულია რუსეთის მოთხოვნით, რატომ არ უთხრა ლავროვს, თუ მშვიდობა გინდა და კაი კაცი ხარ, ეუთო-ს მისიას რატომ აჩერებო?! ის, რომ ოკუპაცია ახსენა დარჩიაშვილმა, დუგინიც გამოდის და ამბობს, ოკუპაცია ფაქტია, ვერ დავმალავთო და რა განსხვავებაა ახლა? ოკუპაციაზე ლაპარაკი არაფერს არ ცვლის, მთავარია როგორ ებრძვი ოკუპაციას, რას აკეთებ ამისთვის, რომ დეოკუპაცია მოხდეს,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ