პაატა მანჯგალაძე – იმედია, საღი აზრის ლოგიკა შერჩა ვინმეს „ქართულ ოცნებაში“ და არ იტყვიან, რომ „ფეისბუქი“ და ცუკერბერგი „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშაა

მე მგონი, „ქართული ოცნების“ ფანტაზია იქამდე არ მივიდა, რომ ცუკერბერგს დააბრალოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა. იმედია, საღი აზრის ლოგიკა შერჩა ვინმეს „ქართულ ოცნებაში” და არ იტყვიან, რომ “ფეისბუქი” და ცუკერბერგი არის “ნაციონალური მოძრაობის” გავლენის ქვეშ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც “ფეისბუქის” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაციების დაბლოკვაზე “ქართული ოცნების” წევრების შეფასებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” პრიმიტიული პროპაგანდაა, რომ რაც ქვეყანაში ხდება, ოპოზიციას დააბრალოს.
როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ამ კანონის ევროპული და ფრანგული ანალოგი პირდაპირ ამბობს, რომ არ ვრცელდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე და “ქართული ოცნება” ვერ ასხვავებს ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე.
“მაშინ მე მინდა აქედან დავუსვა კითხვა ს, თუნდაც ირაკლი ს – ვინ არის მტერი – ჩვენი დასავლეთი პარტნიორები, ევროკავშირი თუ ? ეს არის მარტივი საკითხი. ეს კანონპროექტი არ მოსწონს არც ერთ ჩვენს პარტნიორს, არ მოსწონს სტოლტენბერგს და მოსწონს პესკოვს. კანონი რუსულია თუ ევროპული? ჩვენ ნუ გვიმტკიცებენ ამას, ჩვენ პარტნიორებს აუხსნან ეს კანონი თუ აქვთ ამის რესურსი. ჩვენთან ახსნას აზრი არ აქვს. მე ზუსტად ვიცი, კანონი, რომელიც მოსწონს პესკოვს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, კანონებს, რომელიც არ მოსწონს ჩვენს პარტნიორებს, არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. “ქართული ოცნება” პირდაპირ ვერ ბედავს უარს ევროპაზე და რომ დაიხუროს საბოლოოს ევროპის კარი, იმისთვის არის შემოგდებული ეს კანონი,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ