– იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, „არაფერი შეიცვლება“ ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ – არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა” და რეჟიმი იშლება

თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით – „ეს მე არ მეხება” არის ბიძინას მთავარი მოკავშირე, რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ავტორიტარიზმიიბადებამაშინ, როცახალხიჩერდებადაფიქრსწყვეტს.”
„თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით. რეჟიმი იბრძვის ყოველი დღის მოგებისთვის, მაგრამ ყოველი მათი ახალი დღე არის ახალი ზიანი საქართველოსთვის. როცა დუმილი თანხმობას ნიშნავს, თავისუფლება ტოვებს ხალხს. „ეს მე არ მეხება” არის ბიძინას მთავარი მოკავშირე, რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს. თავისუფლებას გმირები არ სჭირდება, მას ვჭირდებით ჩვენ, ვინც არ დუმს, არ ნებდება და არ ეშინია. „ავტორიტარიზმი იბადება მაშინ, როცა ხალხი ჩერდება და ფიქრს წყვეტს.” იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, “არაფერი შეიცვლება” ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ. არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა” და რეჟიმი იშლება! დაიჯერე, ჩვენ ეს შეგვიძლია! თავისუფლება ღირს იმად, რომ არ გავჩუმდეთ და გავიმარჯვოთ!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე