პაატა მანჯგალაძე – იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!

იმდენი არ ქნათ ბიჭებო, ქალებო „ქართულ ოცნებაში“, რომ მიღებული კანდიდატის სტატუსი უკან წაიღოს ევროპამ!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის, როგორც რუსული, ისე ანტიევროპული.
„როდესაც ნატო-ს გენერალური მდივანი ამას ნეგატიურად აფასებს, ასევ გაეროს შესაბამისი კომიტეტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო, სახელმწიფო დეპარტამენტი, ამასთან, ახლა „ფეისბუკიც“ რაღაცას ბლოკავს და გეუბნება არაავთენტური და ყალბია, აქეთ მხარეს კი, მოსწონს რუსეთს და პესკოვს, მაშინ რაღაც დასკვნები უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის გზა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს? არის, კი ის გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს გაერთიანებისკენ? – არ არის! არის ეს გზა სამუშაო ადგილების შექმნისკენ მიმართული? -არ არის! არის ემიგრანტების დაბრუნებისკენ გზა? – არ არის! მაშინ, რად გვინდა ხელისუფლება, რომელსაც არც სამუშაო ადგილები მოაქვს, არც ემიგრანტებს აბრუნებს, არც ერთიანობა მოაქვს, რად გვინდა ასეთი ხელისუფლება?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.