პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილმა 2013 წელს თქვა, ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდაო, ამიტომ კობახიძემ პასუხი ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს და მერე აგებინოს ევროპელებს პასუხი

ივანიშვილმა 2013 წელს თქვა, ზურაბ ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდაო, ამიტომ მ პასუხი ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს და მერე აგებინოს ევროპელებს პასუხი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩვენ გვაინტერესებს საქართველოსთვის ევროკავშირი, დაჩქარებული წესით გაწევრიანება, რომ უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა, ტერიტორიული მთლიანობა იყოს უზრუნველყოფილი ევროპასთან ერთად, “ქართულ ოცნებას” აინტერესებს ევროპაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტები. კი ბატონო, გააგრძელონ. ჩვენ გვაინტერესებს, რომ სიღარიბე არის ქვეყანაში, არის მაღალი ფასები, ეკონომიკა არის ჩამოშლილი, “ქართულ ოცნებას” აინტერესებს ვის შეხვდა ადეიშვილი. გააგრძელეთ, რა პრობლემაა. ვიდრე ევროპელ ჩინოვნიკებს მოსთხოვს პასუხს, მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილს. აქ მაქვს ს 2013 წლის განცხადება. მართალია, ირაკლი კობახიძე არ იქნებოდა მაშინ „ქართულ ოცნებაში”, მაგრამ აგერ ივანიშვილი ამბობს, ადეიშვილი ჩემი მთავრობის პირობებში ძალიან კარგი ჩინოვნიკი იქნებოდაო. ჯერ ივანიშვილს მოსთხოვს პასუხი და მერე აგებინოს ევროპელებს პასუხი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მან ასევე ჯანდაცვის ახალ მინისტრზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ გაერკვევა, რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში, არჩევნებიც მოვა და ხალხისთვის არაფერი შეიცვლება.
„არაფერი არ იცვლება “ქართული ოცნების” მთავრობის პირობებში არსებითად ვინ იქნება მინისტრი. უფრო მეტიც ვთქვათ – ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი. სანამ ბატონი მიხეილ სარჯველაძე გაერკვევა, რა ხდება ჯანდაცვის სისტემაში, არჩევნებიც მოვა, ამიტომ ხალხისთვის არაფერი შეიცვლება,” – განაცხადა მანჯგალაძემ.