პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან

ივანიშვილის პარტია ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან – არ ავყვეთ „ქოცპროპაგანდას“ და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება” რომელიც სკამისა და საშოვარის გარდა ვერაფერს ხედავს, არ შეუძლია ხალხისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხის არა თუ მოგვარება, არამედ საუბარიც კი.
„პოლიტიკურად გაკოტრებული და ღირებულებების არმქონე ივანიშვილის პარტიას, რომელიც სკამისა და საშოვარის გარდა ვერაფერს ხედავს, არ შეუძლია ხალხისთვის მნიშვნელოვანი არცერთი საკითხის არა თუ მოგვარება, არამედ საუბარიც კი, ამიტომ ყოველდღიურად ქმნის ცრუ დილემას და ამით ცდილობს მოსახლეობის ყურადღების გადატანას რეალური პრობლემებიდან ცრუ საფრთხეზე, რომ შემდეგ ვითომ მისი აქტიურობით გადაჭრას ჩვენს საზოგადოებაში ისედაც არ არსებული პრობლემა.
მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავარი სატკივარი დღეს არის ეკონომიკა, 96%-ით გაზრდილი ფასები და ის, რომ ასეთ პირობებში არ აქვთ შესაბამისი ხელფასები, მათ ამის გამო უწევთ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის დატოვება.
ეს თუ არ შევაჩერეთ და ეკონომიკური მდგომარეობა თუ არ გამოვასწორეთ, საქართველო დაიცლება ქართველებისაგან და ყველაფერი გვერდით დაგვრჩება! არ ავყვეთ „ქოცპროპაგანდას“ და საქმეს მივხედოთ, ჩვენ ფუჭი დისკუსიებისთვის დრო არ გვაქვს”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ქურასბედიანი – წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ეს მიდგომაც ნათლად მეტყველებს ე. წ. ობიექტურობაზე

სალომე ქურასბედიანი – ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად