პაატა მანჯგალაძე – თუ მზისგან შორს დადგები და გაიყინები, ეს მზის ბრალი კი არაა, ეს შენი ბრალია – თუ ისე იქცევი როგორც არაა დადგენილი და მიღებული ევროპული სტანდარტით, ბუნებრივია, სანქციებს დაგიწესებენ

თუ მზისგან დადგები შორს და გაიყინები, ეს მზის ბრალი კი არაა, ეს შენი ბრალია. თუ ისე იქცევი როგორც არაა დადგენილი და მიღებული ევროპული სტანდარტით, ბუნებრივია, სანქციებს დაგიწესებენ. ეს იმ ხალხის ბრალი კი არაა, ვისაც სცემენ, ეს ვინც სცემს იმის ბრალია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია შეაფასა, რომელსაც კენჭი დღეს უნდა ეყაროს.
ამასთან, მანჯგალაძის თქმით, ეს რეზოლუცია ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესს.
„ეს [რეზოლუცია] არის ის, რასაც 77 დღეა საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში უწყვეტად ითხოვენ. ამის გამო, მოძალადე რეჟიმი, ადამიანებს აჯარიმებს, ატყვევებს, სახის ძვლებს უმსხვრევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები საბოლოოდ გაიზიარებენ იმ რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს ხალხის სურვილს. ხალხი ამბობს, რომ დაისაჯოს ყველა მოძალადე, ვინც საკუთარ მოქალაქეებზე ხელი აღმართა, ადამიანებზე ფიზიკურად იძალადა, მათ შორის, ბრძანების გამცემი პირები დასანქცირდნენ. ასევე, საუბარია იმაზე, რომ დაინიშნოს ახალი . ეს ყველაფერი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რათა ადამიანებმა, ვინც ძალაუფლება მიიტაცა, ვინც ძალადობს ხალხზე, იცოდნენ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. ჩვენ ვნახავთ, რომ მხარდაჭერა ექნება იმ რეზოლუციას, რომელიც გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს. ახალი არჩევნები და ყველა იმ მოძალადის დასანქცირება, ვინც საკუთარ მოქალაქეებს უსწორდება ფიზიკურად.
„ქართულ ოცნებას“ სუვერენიტეტი ესმის, საკუთარი მოქალაქეების როგორც მოუნდება და რამდენჯერაც მოუნდება იმდენჯერ ცემად. თუ ასე მივიჩნევთ ამ სუვერენიტეტს, მაშინ ევროპის ნაწილი ვერ გავხდებით. ევროპაში საკუთარ ხალხს უსმენენ და არავინ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იყენებს ასეთ ტოტალურ ძალას.
თუ მზისგან დადგები შორს და გაიყინები, ეს მზის ბრალი კი არაა, ეს შენი ბრალია. იგივე ხდება ევროპის შემთხვევაშიც. ძალიან მარტივია – თუ ისე იქცევი როგორც არაა დადგენილი და მიღებული დემოკრატიული სტანდარტით, ევროპული სტანდარტით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით, ბუნებრივია, სანქციებს დაგიწესებენ. ეს იმ ხალხის ბრალი კი არაა, ვისაც სცემენ, ეს ვინც სცემს იმის ბრალია. ეს რეზოლუცია ზუსტად გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტი დღეს რეზოლუციის პროექტს – „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ“ უყრის კენჭს.