– ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 ცენტრი უნდა შეიქმნას, რომელმაც ბარიერი უნდა გადალახოს – რამდენიმე გამსხვილებული ცენტრი გამარჯვების გარანტიაა

ახლა მთავარია ადამიანებამდე ისე სწორად მივიტანოთ სათქმელი, რომ ისინი არ დარჩნენ გაუგებრობაში და არცერთი ხმა არ მიიღოს რეჟიმმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამერიკასთან თანამშრომლობას ბლოკავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა მ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით აღნიშნა, ეს არის შესაძლებლობა მომავალი თანამშრომლობისთვის და ის, რომ ქარტიის წევრები მთავრობის დაკომპლექტების წესზე შეიძლება ვერ შეთანხმდნენ, ეს ქარტიის გარეშეც შეიძლება მომხდარიყო.
„ყველა ვინც ქუჩაში გვხვდებოდა, ჩვეულებრივი მოსახლეობა, გვეკითხებოდა, რა გაქვთ გასაყოფი, რაზე ვერ შეთანხმდითო. ქარტიაზე ხელის მოწერის მოტივაცია ის იყო, რომ დავინახე შესაძლებლობა მომავალი თანამშრომლობისთვის. ერთობა უფრო დიდი ამბავია, ვიდრე კონკრეტული კანონები.
ახლა მთავარია ადამიანებამდე ისე სწორად მივიტანოთ სათქმელი, რომ ადამიანი არ დარჩეს გაუგებრობაში და არცერთი ხმა არ მიიღოს რეჟიმმა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამერიკასთან თანამშრომლობას ბლოკავს. მაინც ბუღალტერიასთან მივდივართ, 5%-იანი ბარიერის მიღმა ბევრი პარტია არ უნდა დარჩეს.
ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე 3-4 ცენტრი უნდა შეიქმნას, რომელმაც ბარიერი უნდა გადალახოს. რამდენიმე გამსხვილებული ცენტრი გამარჯვების გარანტიაა.
ის, რომ მთავრობის დაკომპლექტების წესზე შეიძლება ვერ შევთანხმდეთ, ეს ქარტიის გარეშეც შეიძლება მომხდარიყო. ქარტიის არსებობა ამ რისკს არ აძლიერებს. მე, მაგალითად, ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენგან პასუხებს ითხოვენ, განმარტება არ მექნებოდა იმაზე, თუ რატომ არ მოვაწერდით ქარტიას ხელს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?