პაატა მანჯგალაძე – ვერანაირი მანიპულაციები, ეს იქნება „გორბის” ვითომ კვლევა თუ „დაჩის ზღაპრები”, ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის

ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარეთ, უამრავ ადამიანს შევხვდით და ერთი რამ ნათელია, ქართველ ხალხს ივანიშვილის რეჟიმისთვის განაჩენი გამოტანილი აქვს, შესაბამისად, ვერანაირი მანიპულაციები, ეს იქნება „გორბის” ვითომ კვლევა თუ „დაჩის ზღაპრები”, ქართველი ხალხის არჩევანს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვას, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება.
„ამ არჩევნებზე ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მარტივ კითხვას, როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, ევროპისგან, -სგან იზოლირებულ ქვეყანაში სადაც არც სამუშაო ადგილია, უფრო მეტი სიღარიბეა და უფრო მეტი ქართველი გარბის ქვეყნიდან, თუ ევროკავშირის წევრ ერთიან საქართველოში, სადაც ქართველებს აქვე, საქართველოში აქვთ ცხოვრების ის პირობები, რისთვისაც უწევთ ქვეყნის და ოჯახების დატოვება. ძალა ერთობაშია! ერთიანობით გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია კოორდინაცია, იყო შემთხვევები, როდესაც მოხალისეები ჩაერთნენ საქმეში და დამატებითი რესურსის მობილიზება დასჭირდა სამაშველო სამსახურს, რათა მოეხდინა ამ ადამიანების გამოყვანა კონკრეტული ადგილებიდან

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე