პაატა მანჯგალაძე – „გორბის“ კვლევას ასე დავარქვი – „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ – არ მგონია, მოსახლეობამ ძარცვისთვის და ქვეყნიდან გაქცევისთვის მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭიროს

„გორბის“ კვლევას ასე დავარქვი – „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ – არ მგონია, საქართველოს მოსახლეობამ ძარცვისთვის და ქვეყნიდან გაქცევისთვის მხარი დაუჭიროს “ქართულ ოცნებას”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ ჟურნალისტებს „გორბის” კვლევის შედეგებზე განუცხადა, რის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” 60.4%-იანი მხარდაჭერა აქვს.
რაც შეეხება “გამარჯვების კოალიციის” რეიტინგს, მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ეს გაერთიანება 40%-ს აიღებს.
„ქართული ოცნება” ამბობს, იმის გამო, რომ 800 ათასი ქართველი გაიქცა საქართველოდან, გაგიჟებულია ეს ხალხი სიხარულით და უნდათ, ისევ „ქართულ ოცნებას” მისცენ ხმა; ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს, მშობლები გაგიჟებულები არიან: კიდევ უფრო მოგვაშიეთ, „ქართულ ოცნებას” გვინდა ხმა მივცეთო; „ქართული ოცნების” 60% ნიშნავს იმას, საქართველოში ყველაზე მაღალი ფასები რომაა, უფრო მაღალი ფასები გვინდა – სამი ვადა არაა საკმარისი და მეოთხე ვადით გვინდა აგირჩიოთო; ღარიბაშვილი რომაა მილიონერი, დანარჩენმა – მდინარაძემ, მ რა დააშავეს, მეოთხე ვადით გვინდა ავირჩიოთ, რომ ისინიც მილიონერები ვნახოთო; გვინდა მილიონერი პენსიონერი მამა მხოლოდ ღარიბაშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს ჰყავდეთ, დანარჩენ ქართველებს სიღარიბეში ამოგვძვრეს სულიო – ამას ნიშნავს ეს 60% “ქართული ოცნების” წარმოდგენით. არ მგონია, საქართველოს მოსახლეობამ ძარცვისთვის და ქვეყნიდან გაქცევისთვის მხარი დაუჭიროს “ქართულ ოცნებას”,- განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა; “ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ – 12.6%; “ლელო“ – 4.7%; „ევროპული საქართველო“ – 4.5%; “საქართველოსთვის“ – 3.7%; „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა“ – 3%; „ახალი“ – 1.6%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ – 1,4%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 0.9; „მოქალაქეები“ – 0.6%; „ლეიბორისტული პარტია“ – 0.6%; სხვა და არა-ალოცირებული“ – 6%.

ასევე დაგაინტერესებთ