პაატა მანჯგალაძე – გამოცდილია, ვინც ღიად დაუპირისპირდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, იგივე ელოდება „ქართულ ოცნებასაც“

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიწვიოს „რუსული კანონი“ და თავი დაანებოს საქართველოს ევროპული გზის მიზანმიმართულ საბოტაჟს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისი განცხადებით, მაშინ როცა საქართველოს უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეს 9 პირობა და ევროპარლამენტში განიხილებოდეს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო.
„მაშინ, როცა საქართველოს უკვე შესრულებული უნდა ჰქონდეს 9 პირობა და ევროპარლამენტში განიხილებოდეს მისი ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხი, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. მიზანმიმართული ანტიდასავლური, ანტიქართული ქმედებებით მიაღწია იმას, რომ დღეს ევროპარლამენტში დღის წესრიგში დგას ქართველი ხალხის მიერ უკვე მოპოვებული შედეგების გადახედვის საკითხი.
ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ აკეთებს მიზანმიმართულად, რომ საქართველო დატოვონ მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე, რათა გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დრო და ხალხის ძარცვის უფლება, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ივანიშვილისა და 83 დეპუტატის მიმართ სანქციები.
გამოცდილია, ვინც ღიად დაუპირისპირდა საქართველოს ისტორიულ არჩევანს, ევროპულ პერსპექტივას, პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდა, იგივე ელოდება „ქართულ ოცნებასაც“.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაიწვიოს „რუსული კანონი“ და თავი დაანებოს საქართველოს ევროპული გზის მიზანმიმართულ საბოტაჟს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ