პაატა მანჯგალაძე – ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო, ევროკავშირის წევრი გავხდით ამ წარმატებით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც პოლიტიკური წარმატებები უნდა მოჰყვეს

ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო, ევროკავშირის წევრი [ქვეყანა] გავხდით ამ წარმატებით, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.
მისივე თქმით, აღნიშნული გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც პოლიტიკური წარმატებები უნდა მოჰყვეს.
„ვულოცავ საქართველოს ამ წარმატებას. ჩვენმა ბიჭებმა მართლაც შეუძლებელი შეძლეს. ბევრი თაობის სპორტის მოყვარულის და ქართველის ნატვრა, ფაქტობრივად, შეასრულეს. ეს არის დიდი წარმატება დიდ გზაზე. ფაქტობრივად, ბიჭებმა შეძლეს ის, რომ დე ფაქტო ევროკავშირის წევრი გავხდით ამ წარმატებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც პოლიტიკური წარმატებები უნდა მოჰყვეს. დარწმუნებული ვარ, როგორც ერმა მოახერხა ერთიანობით ეს, ასევე მოახერხებს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი”, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.