პაატა მანჯგალაძე – ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფლობს საქართველოს მთავრობის 100%-იან წილს

პარტიის პოლიტსაბჭოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ერთპიროვნულად წარდგენის უფლებით ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის საკონტროლო პაკეტი 100%-ით მიიტაცა და მიისაკუთრა, რაც მის არაფორმალურ ბუნებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ პარლამენტში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა მ განაცხადა.
მისივე შეფასებით, პოლიტიკაში ს მესამედ დაბრუნებით „კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის არაფორმალური მმართველია, ხოლო პარტია „ქართულ ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებით წილი 100%-ით გადაიფორმა“.
„პოლიტიკაში შემოსვლით ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ის არის არალეგიტიმური, არაუფლებამოსილი ლიდერი, ვისთვისაც ხალხს ძალაუფლება არ მიუნიჭებია. ის კულუარებში იქნებოდა თუ კულუარებს გარეთ მნიშვნელობა არა აქვს – რჩება ოლიგარქად. ოლიგარქია დაკავშირებული არ არის კულუარებში ყოფნა-არყოფნასთან. ოლიგარქია დაკავშირებულია არალეგიტიმური ძალაუფლების ფლობასთან დიდი ფინანსური რესურსის გამოყენებით.
ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ფლობს საქართველოს მთავრობის 100%-იან წილს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.