– ბატონო გურამ, სჯობს ერთ გემზე შევაგროვოთ ყველა და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ ბულინგის პრობლემას

ბატონო გურამ, სჯობს ერთ გემზე შევაგროვოთ ყველა და ერთად დავძიროთ, უფრო ადვილად მოაგვარებთ ამ პრობლემას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ განაცხადა, რითაც “ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებს”.
“გურამ მაჭარაშვილი საკუთარ თავზე და ბულინგზე რომ წუხს, ის არ გაახსენდა თავის კოლეგა ლებან ხაბეიშვილი რომ სცემეს? მერე ოპოზიციის ლიდერებს ქუჩაში რომ ხვდებოდნენ და ცხვირ-პირს უერთიანებდნენ? მერე ახალგაზრდები საკუთარი ცოლ-შვილის წინაშე რომ სცემეს? ამაზე რეაქცია არ ჰქონია და თურმე ღირსება შეელახა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის ღირსება ხელშეუვალია. მე არ მომწონს არანაირი ფორმის ბულინგი, მაგრამ გურამ მაჭარაშვილი რომ გამოსულიყო აქ და ერთი სიტყვა ეთქვა ხაბეიშვილის მისამართით რაც მოხდა არის უკანონობა და დანაშაულიო, მის წინააღმდეგ აგრესიას შეამცირებდა,” – განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გამაცხადა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში.
“ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება,” – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია