– არ ავყვეთ რუსულ პროვოკაციას, ყველაფერი სიმართლის და სინათლის გამარჯვებით დასრულდება – „ქოცებმა“ და რუსებმა ილოცონ სტალინის გამოსახულებიან ხატზე, ჩვენ კი გავაგრძელოთ ენა, მამული, სარწმუნოების დაცვა

არ ავყვეთ რუსულ პროვოკაციას, ყველაფერი დასრულდება სიმართლის და სინათლის გამარჯვებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, სოციალურ ქსელში წერს.
დეპუტატი სამების საკათედრო ტაძარში განთავსებული წმინდა მატრონასა და სტალინის ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ქოცებმა“ და რუსებმა ილოცონ სტალინის გამოსახულებიან ხატზე, ჩვენ კი, როგორც ჩვენი ღირსეული წინაპრები იქცეოდნენ ისე გავაგრძელოთ ჩვენი სამი მთავარი საუნჯის: ენა, მამული, სარწმუნოების დაცვა, მისთვის შრომა და ლოცვა. არ ავყვეთ რუსულ პროვოკაციას, ყველაფერი დასრულდება სიმართლის და სინათლის გამარჯვებით! ღმერთმა დალოცოს საქართველო!” – წერს პაატა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)