პაატა მანჯგალაძე – არ ავარევინებთ „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნება“ გეგმავს პროვოკაციას ოპოზიციის მისამართით, მათ შორის არის ფიზიკური დაპირისპირების რისკი – ორშაბათს და სამშაბათს ძალიან მძიმე დღეები იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ თვლის, რომ გასულ წელს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რბილი იყვნენ, წელს კი მკაცრი უნდა იყვნენ.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები იქნებიან ფრთხილად, რათა “ქართულ ოცნებას” პროვოკაციის საფუძველი არ მიეცეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ განხილვებში მონაწილეობას. ეს არის ხალხის ნება და დაკვეთა და სადაც ქვეყანას და ხალხს სჭირდება, ჩვენ იქ ვიქნებით. ჩვენ ვიქნებით ძალიან მშვიდად და ფრთხილად, იმიტომ რომ “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს პროვოკაცია. იგეგმება პროვოკაცია, რომ ცალკეული ოპოზიციის ლიდერებზე მოხდეს თავდასხმა, ამიტომ ჩვენ ამის საფუძველს არ მივცემთ. ჩვენ ვიქნებით მტკიცედ, ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პირდაპირ გაფრთხილებთ, რომ ორშაბათს და სამშაბათს იქნება ძალიან მძიმე დღეები, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ თვლის, რომ წინა წელს დაუშვეს შეცდომა, იყვნენ რბილი და ახლა უნდა იყვნენ მკაცრი და მოსალოდნელია მათი მხრიდან პროვოკაცია. პირდაპირ გიცხადებთ, ამას არ ვლაპარაკობ ჰაერზე, გეუბნებით დანამდვილებით ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ გეგმავს პროვოკაციას ოპოზიციის მისამართით. ეს არის რისკი, როგორც ფიზიკური დაპირისპირების, ისე სხვა ტიპის პროვოკაციები. მაგრამ ჩვენ გვაქვს ზომები მიღებული, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, უკომპრომისოები, იმიტომ რომ ჩვენს უკან არის საქართველო და “ქართულ ოცნებას” არ მივცემთ პროვოკაციის საფუძველს “ქართულ ოცნებას”. არ ავარევინებთ “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ