– ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ხალხთან ერთად ვართ და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო

ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ხალხთან ერთად ვართ და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო , – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ შესრულდება, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
„ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს. ეს არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან. ხალხი 100 დღეზე მეტია ქუჩაშია. ჩვენ ეს დღის წესრიგი, ეს მოთხოვნები გვაქვს მაგიდასთან და სხვა არჩევნებს არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე ჩვენ თვითმმართველობის არჩევნებს არ და ვერ განვიხილავთ, ვინაიდან ხალხთან ერთად ვართ და ხალხის მოთხოვნა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა მანჯგალაძემ და კითხვაზე, ხომ არ არის გამოწვეული ეს შიშით, რომ მათ პარტიას შესაძლოა საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდეს, პაატა მანჯგალაძემ განმარტა, რომ ეს არავითარ კავშირში არ არის.
„შიში რა შუაშია? არჩევნები იყო გამჭვირვალე, დაირღვა ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის ფარულობა. ჩვენ არანაირი გარანტია არ გვაქვს თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ რეჟიმი იმავეს ან იმაზე უარესს არ გააკეთებს. ამიტომ, ჩვენკენ ხელის გაშვერა არ უნდა ხდებოდეს – ხელი რეჟიმისკენ, რომელმაც საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი სანქციებზე – კიდევ უარესი, თუ ბრიუსელი აპირებს, სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად – მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით ქართველ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ