პაატა ზაქარეიშვილი – ჩანს, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა ინფორმაციები გადასცა აშშ-ს და სანქციებისგან დაინდეს – რაც შეეხება იმას, რატომ არაა ივანიშვილი სიაში, წამყვანი ფიგურის მიმართ სანქციები გვიან ყალიბდება, რათა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილს გარშემო „ურტყამენ“ – ამერიკელებს უნდათ ჩამოანგრიონ პირამიდა, რომელზეც დღეს ივანიშვილი იმყოფება, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას გამოეხმაურა.
კითხვაზე, თუ რატომ არ არის სიაში , ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ „ხშირად ხდება, როცა წამყვანი ფიგურის მიმართ სანქციები ძალიან გვიან ყალიბდება, რათა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და პროცესებზე გავლენა მოახდინოს“.
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ ყველა იმ ადამიანმა უნდა აგოს პასუხი, ვინც ბოროტების ჩადენის შემდეგ, ჯერ კიდევ მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“.
„ხშირად ხდება ხოლმე პოლიტიკაში, როცა წამყვანი ფიგურის მიმართ, ვის გარშემოც ყველაფერი წყდება, სანქციები ძალიან გვიან ყალიბდება, რათა მან მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გავლენა მოახდინოს პროცესებზე. თუ ბიძინა ივანიშვილს შეიყვანდნენ [დასასანქცირებელთა] სიაში თავდაპირველად, გამორიცხული არაა, უფრო მეტად ჩაკეტილიყო და უფრო მეტად ყოფილიყო მისი პოლიტიკა გამკაცრებული. და პირიქით, თუ დატოვებენ [სიის] გარეთ, გამორიცხული არაა, მას ჰქონდეს საშუალება დაფიქრების და მოქმედების განხორციელების. რა თქმა უნდა, პროპაგანდისტები რაკი მოხვდნენ [სიაში], ჩემი მეორე არგუმენტი ცოტა არ იყოს, უკვე სუსტი იქნება, მაგრამ ივანიშვილს არ უკავია ასე ვთქვათ, წამყვანი პოლიტიკური თანამდებობა – „საპატიო თავმჯდომარეა“ და პირველ რიგში ასანქცირებენ ხოლმე იმას, ვინც ახორციელებს უშუალოდ პოლიტიკას.
ის, რომ ივანიშვილს გარშემო ურტყამენ, ისე როგორც რუსეთში ხდება პუტინის გარშემო ძალიან ბევრი ადამიანის დასანქცირება, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უნდა ჩამოანგრიონ პირამიდა, რომელზეც დღეს იმყოფება ივანიშვილი და შესაბამისად, ის ძალა.
პარტია ხომ არსებობს „ქართული ოცნება“? ვიღაცამ ხომ მისცა ხმა? სულ ცოტა 35-40%-მა ხომ მისცა ხმა? ეს ხალხი ვინ არიან? ეს ფენომენი არსებობს, მხოლოდ ერთი ადამიანი არ არის ქვეყნის მმართველი. არიან ადამიანები, ვინც მას მხარს უჭერს, ხმას აძლევს, მის საქმიანობაში მონაწილეობს და ამ პარტიის ძალაუფლებაში მოსვლას, გამყარებას ხელს უწყობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ურტყამენ მთლიანად პირამიდას, რათა ჩამოშალონ. საჭიროა, საზოგადოებამ ეს გაითავისოს და მარტო ივანიშვილზე არ გვქონდეს გათვლა, ან პუტინზე. იმ ადამიანებმა, ვინც ბოროტების ჩადენის შემდეგ, თუნდაც ს გაყალბების შემდეგ, ჯერ კიდევ მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“, ბუნებრივია, ყველამ უნდა აგოს პასუხი, თუნდაც პოლიტიკური,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, პოლიტოლოგი ამბობს, რომ დასასანქცირებელ სიაში მოხვედრილ პირებს შესაძლოა, გარკვეული დისკომფორტის განცდა აქვთ, თუმცა მათთვის მთავარია, ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლებაშია, შემოსავალი მაქსიმალურად მიიღონ.
პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ საჭიროა, სანქციებით ამ ადამიანების ბიზნესებს, შემოსავლებს დაარტყან.
“მათ აქვთ იმედი, რომ ეს სანქციები მათ ძალიან არ დააზიანებს. ვიღაცა ფულს გადაუხდის, რაღაცა შემოსავალი ექნება, საქართველოში ბიზნესი ექნება, ამიტომ მაინცდამაინც შორს წასვლას არ აპირებენ. იტყვიან „ჯერჯერობით, ამერიკაში არ წავალ მე, წავალ ევროპაში, აზიაში, ჩინეთში, ირანში, ბოლოს და ბოლოს რუსეთში…“ ამ ადამიანების დიდი ნაწილისთვის ეს არ არის მთავარი. მათთვის მთავარია, ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლებაშია, მაქსიმალურად მიიღოს შემოსავალი. დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურ უმრავლესობას (სიაში მყოფ ბევრს ვიცნობ კიდეც) გულზე სულ არ ეხატებ ივანიშვილი და დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ გარკვეული დისკომფორტის განცდა, მაგრამ მათ აქვთ ფინანსური უპირატესობა, ბიზნესი… საჭიროა კარგად ჩაძიება და ამ ადამიანების ბიზნესებს, შემოსავლებს დაარტყან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზის არ მიცემა, მაგრამ ეს ხალხი სულდგმულობს თავისი ბიზნესებით და აქაა საჭირო ჩაძიება, ჩაღრმავება,“ – განაცხადა პოლიტოლოგმა.
კითხვაზე, თუ რატომ არ მოხვდა სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დასასანქცირებელთა სიაში და რატომ მოხვდა , რომელიც პოლიტიკიდან 25 წავიდა, ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ ლილუაშვილი ამერიკის მოკავშირე იყო და მან -ში ვიზიტისას, სავარაუდოდ, ამერიკულ მხარეს „რაღაც ინფორმაცია გადასცა“, რის გამოც დაინდეს.
„ლილუაშვილი იყო ამერიკასთან მოკავშირე. გვახსოვს, რაღაც მომენტში ლილუაშვილი იყო ჩასული ამერიკაში, რათა აღედგინა საქართველოსა და აშშ-ს შორის ხიდები. როგორც ჩანს, ის კარგად იცნობს რეალობას ამერიკაში და მასაც კარგად იცნობენ. ეტყობა მან ისეთი ინფორმაციები ჩაიტანა, რომლის გამოც ღირდა, ის არ დაესანქცირებინათ. ღარიბაშვილი რომ არ დაესანქცირებინათ, სხვა მიზეზები უნდა გვეძებნა. აქ მკაფიოდ ჩანს ლილუაშვილის მიზეზი, რატომ არ დაასანქცირეს – მან რაღაც ინფორმაცია გადასცა ამერიკას. აშკარად ჩანს, რომ ლილუაშვილისგან ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია [ამერიკას] და დაინდეს,“ – განაცხადა მან.
ამასთან, პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ „MEGOBARI აქტის“ ასეთი ორპარტიული მხარდაჭერა გამაოგნებელია.
„იმ ფონზე, როცა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ძალიან სერიოზული პრობლემებია, ასეთი ერთობა, გამონაკლისი შემთხვევაა,“ – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ პირთა სიაში არიან: ირაკლი (პრემიერ-მინისტრი), (თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი), ირაკლი ღარიბაშვილი (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე), ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი), ანრი ოხანაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი), პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი), მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი), სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი), (პარლამენტის სპიკერი), ნინო წილოსანი (პარლამენტის სპიკერის მოადგილე), (საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი), ვიქტორ ჯაფარიძე (პარლამენტარი, პროპაგანდისტული არხი PosTV-ის მფლობელი), დიმიტრი (დიტო) სამხარაძე (პარლამენტარი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი), (პარლამენტარი), მიხეილ ჩინჩალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე), ლევან მურუსიძე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი), დიმიტრი გვრიტიშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი), გიორგი მიქაუტაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), ლევან თევზაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), ირაკლი შენგელია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), რევაზ ნადარაია (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე), შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე), გიორგი გაბიტაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორი), კარლო (კოკა) კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი), გიორგი კალანდარიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე), გიორგი ჯავახიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი), რაჟდენ კუპრაშვილი (ანტიკორუფციული ბიუროს მეთაური), ნათია თურნავა (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი), უჩა მამაცაშვილი, ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, ნოშრევან ნამორაძე, ირაკლი რუხაძე (მთავარი პროპაგანდისტული არხის Imedi TV-ის მფლობელი), ლაშა ნაცვლიშვილი (პროპაგანდისტული არხის PosTV-ის დამაარსებელი), (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე), თინათინ ბერძენიშვილი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი), კახი ბექაური (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე)”.