პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ პატიმრებს ამზადებს სავაჭროდ – მისი ამოცანაა, რასაც აკეთებს ლუკაშენკო, ამერიკამ ბელარუსს სერიოზული სანქციები მოუხსნა, ლუკაშენკომ პატიმრები გაუშვა

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს ამორალურად ადამიანის თავისუფლებებით, ადამიანის ჯანმრთელობით და ა.შ. მისი მთავარი ამოცანაა ის, რასაც აკეთებს ლუკაშენკო , – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ზაქარეიშვილის ვარაუდით, „ქართული ოცნება“ სწორედ პატიმრებს თავისუფლებით ვაჭრობისთვის ემზადება.
„არჩევნებამდე სულ სხვა დღის წესრიგი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და ადგილობრივი ს შემდეგ, მან გაიმყარა ხელისუფლება უკვე ყოველგვარი მასშტაბური გაყალბების გარეშე. „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციისგან ნაჩუქარი აქვს ძალაუფლება. ასეთი მოწმენდილი პოლიტიკური სივრცე საქართველოში არასდროს არ ყოფილა, ყველგან ერთპარტიული მმართველობაა.
„ქართული ოცნება“ მანიპულირებს ამორალურად ადამიანის თავისუფლებებით, ადამიანის ჯანმრთელობით და ა.შ. მისი მთავარი ამოცანაა დღეს, რასაც აკეთებს ლუკაშენკო. გუშინ ამერიკამ ბელორუსს სერიოზული სანქციები მოუხსნა, ლუკაშენკომ პატიმრები გაუშვა. პირდაპირ უთხრა ტრამპმა ლუკაშენკოს, რად გინდა ამდენი პატიმარი. მე მგონია, რომ ესენიც („ქართული ოცნება“) ამზადებენ სავაჭროდ. საკმარისად ბევრი პატიმარი ჰყავთ, განსაკუთრებით ახალგაზრდები“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგმა ასევე ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე და განაცხადა, რომ ის მისი ქმედებებით იმედგაცრუებულია.
ზაქარეიშვილის თქმით, ზურაბიშვილის დონის პოლიტიკოსს ადგილობრივი აუცილებლად უნდა გამოეყენებინა.
„მე დიდ პატივს ვცემ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამყარებენ იმედს სალომე ზურაბიშვილზე, მაგრამ მან ჩემთან ვერ გაამართლა იმედები. ის, რომ ზურაბიშვილი ვერ მიხვდა ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობას, არა და სააკაშვილის დროს კენჭს იყრიდა ადგილობრივ არჩევნებზე მერად და მაშინ სულ სხვანაირი აზრი ჰქონდა. ახლა კი დასცინა და რუსულ სპეცოპერაციად გამოაცხადა კონსტიტუციით დადგენილი არჩევნები. მე ძალიან გული დამწყდა, ასეთი დონის პოლიტიკოსი ასეთ შეცდომებს არ უნდა უშვებდეს. ღმერთმა გაუმარჯოს, მე კი გამიხარდება, თუ ხელახლა მოიპოვებს ხალხის ნდობას. ადამიანმა ხელიდან გაუშვა თბილისის მერობა და დაიტოვა ჰიპოთეზური პრეზიდენტობა, რაც თავისთავად ეკუთვნის, მაგრამ სად ის, რომ დედაქალაქის რეალური მერი ხარ.
სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა რეალური შანსი, რომ მეორე ტურში გასულიყო და გაემარჯვა. როცა პოლიტიკოსი ერთი თვით ადრე ამას ვერ ხედავს, რა დაინახა ამისთანა უსაშველო ერთი თვის შემდეგ, რომ გააქტიურდა?“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ