პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ კანონის გარეშე თამაშს უშვებს? უნდა შევიდეთ კანონის გარეშე თამაშში – გადადი იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც გებრძვის

„ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნებში შესაძლებელია – ყველა დიდი ქალაქი ოპოზიციამ მოიგო. რაც მთავარია, საზოგადოებასაც უნდა ავუხსნათ, რა არის ადგილობრივი , – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ზაქარეიშვილის თქმით, ადგილობრივი არჩევნები უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები.
„ოთხი წლის თავზე ევროპას, შეიძლება, უკვე დასრულებული ჰქონდეს გაფართოების პოლიტიკა, ამიტომ, ჩვენ მინიმუმ ერთი წელი გვაქვს, მეტი არა. გარდაუვალია ადგილობრივი არჩევნების აცილება, მოვა აუცილებლად. ღმერთმა ქნას, იყოს ახალი, ვადამდელი არჩევნები, თუმცა, ჯერ არ ვიცით, იქნება თუ არა, მაგრამ ადგილობრივი აუცილებლად იქნება. თუ ადგილობრივ არჩევნებში ლეგიტიმურ, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში მოსულ არჩევნებში გაიმარჯვებს ოპოზიცია, გადაინაწილებს რაიონებს და ერთმანეთს დაეხმარება, აჩვენებს მსოფლიოს, რომ ისე არ არის, როგორც ჩანდა… თუ არა და გვეტყვიან, რომ არ გამოდის არაფერი, უმრავლესობა თავისი თი, თავისი პარლამენტით, თავისი ახალი პრეზიდენტით, ყველაფრით ს მხარეს ხართ და იყავით ამ ჭაობშიო. დემოკრატია, ეს არის ღირსება და ჯილდო გარკვეულწილად, დამსახურებაა, სარეველა ბალახი არ არის, ამიტომ, საჭიროა ხალხთან მუშაობა. ადგილობრივი არჩევნები, ჩემი აზრით, უფრო დემოკრატიულია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები.
„ქართული ოცნების” დამარცხება არჩევნებში შესაძლებელია – ყველა დიდი ქალაქი ოპოზიციამ მოიგო. ამათი ქცევები კარგად არის შესასწავლი, სადამდე აყალბებენ და სადამდე ვერ აყალბებენ. გორი ბოლომდე ვერ გააყალბეს. რაც მთავარია, საზოგადოებასაც უნდა ავუხსნათ, რა არის ადგილობრივი არჩევნები”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ექსპერტის განმარტებით, “ქართული ოცნება” უკანონობაში გადავიდა და ამიტომ, საჭიროა მისივე თამაშის წესებით ბრძოლა მასთან.
„მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, ჩვენ ვცხოვრობდით უკანონო, ანუ არალეგიტიმურ სახელმწიფოში. იქ არც პარლამენტი იყო, იყო პოლიტბიურო და „ცეკა“, ქვეყანა ხომ იმართებოდა? ამიტომ, დავანებოთ ამ ზღაპრებს თავი, თითქოს თუ რაღაც იქნება არალეგიტიმური, ესე იგი დამთავრებულია. ტრამპმა პირველ საპრეზიდენტო ვადაზე კიმ ჩენ ინს ხელი ხომ ჩამოართვა? ჩავიდა ჩრდილოეთ კორეაში და ხელი ჩამოართვა, ამით ლეგიტიმაცია შესძინა კიმ ჩენ ინს? ეს ზღაპრები სისუსტისა და უსუსურობის ნიშანია. „ქართული ოცნება” კანონის გარეშე თამაშს უშვებს? უნდა შევიდეთ კანონის გარეშე თამი, გადადი იმ მეთოდებზე, რა მეთოდებითაც გებრძვის. „ქართული ოცნება” გადავიდა უკანონობაში და უფრო და უფრო შევა უკანონობაში, მას სასაცილოდ არ ჰყოფნის შენი მოწოდებები კონსტიტუციასა და კანონზე”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.