პაატა ზაქარეიშვილი – მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
– ბატონო პაატა, როგორც დაგეგმილი იყო ევროპული საბჭოს დღის წესრიგში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. ევროკავშირის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართეს.
წერილი საკმაოდ კრიტიკულია, იგი პრაქტიკულად იმეორებს იმ პრეტენზიებს, რომელიც ევროსტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა და ახლაც აქვთ. მასში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მმართველმა გუნდმა 31 აგვისტომდე უნდა გამოასწოროს ბევრი რამ, რაც ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დააბრუნებს.
გასაგებია, რომ ოპოზიციას სურდა ევროპული საბჭო მეტად კრიტიკული ყოფილიყო, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირმა და სხვა ევროპულმა სტრუქტურებმაც არ იციან როგორ იმოქმედონ, რადგან, აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როცა ქვეყანას, რომელსაც მინიჭებული აქვს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, პრაქტიკულად უარს ამბობს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ წერილს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბრიუსელიდან მიიღო?
– მგონი, ევროკავშირი ხვდება რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა.
თუ უახლოეს წარსულს მოკლედ გავიხსენებთ, იგი ასე გამოიყურება, – ში ს შეჭრის შემდეგ ევროკავშირი იღებს გადაწყეტილებას, რომ მზადაა შედარებით შემსუბუქებული ფორმებით მიიღოს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირში. უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუს უცებ ღებულობენ და საქართველო ხელისუფლება ფეხს ითრევს და არ აპირებს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას.
როცა ამგვარი პოზიციის გამო საქართველოში მოძრაობა დაიწყო, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამის შეეშინდა და იძულებული იყო მაინც შეეტანა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი. „ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა იყო აბსოლუტურად არანებაყოფლობითი და იძულებითი ნაბიჯი.
შემდეგი ეტაპი იყო როცა, უკრაინამ და მოლდოვამ ყველაფერი შეასრულა და ევროკავშირმა მათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველომ მაშინ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი, ისიც სანახევროდ შეასრულა და ამიტომ ეს სტატუსი არ მოგვცა. „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობდა ქვეყანას არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
ამის შემდეგ, ამ მოვლენების გასვლიდან ერთი წლის თავზე ევროკავშირმა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რეკომენდაციები შესრულებული არ ჰქონდა, ევროკომისიამ, პრაქტიკულად გვაჩუქა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირი ახლა კი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა და ახლაც ასე იქცევა.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა იყო აბსოლუტურად არანებაყოფლობითი და იძულებითი ნაბიჯი… „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობდა ქვეყანას არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი
ყველა ეტაპზე ავლენს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიმართ თავის მიუღებლობის დამოკიდებულებას ავლენდა. საქართველომ ვიზალიბერალიზაცია 2017 წელს მიიღო, მანამდე ამ თემაზე „ქართული ოცნების“ კოალიციამ იმუშავა. ის კოალიცია იმის გამოც დაიშალა, რომ საკმაოდ პროევროპული იყო, რაც ივანიშვილს არ აწყობდა.
„ქართული ოცნების“ ახალი სახები 2016 წელს გამოჩდნენ, მაგრამ ევროპისკენ სავალი გზა უკვე გახსნილი იყო და პროცესები ინერციით მიდიოდა. თან, ევროპასთან ვიზალიბერალიზაციაზე უარს ვერ იტყოდნენ. მანამდე, კოალიციამ გარდა იმისა, რომ ევროპული მიმართულებით იმუშავა კარგად, იმუშავა იმაზე, რომ კონსტიტუციაშიც ჩაწერილიყო ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ.
დღეს რა ხდება – ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირისკენ არავითარ შემთხვევაში არ წავა და ხელის გადაგრეხვის პირობებით სთავაზობს „ქართულ ოცნებას“ ევროპული განწყობების მიღებას. თუ არ მიიღებს, შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.
ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირისკენ არავითარ შემთხვევაში არ წავა და ხელის გადაგრეხის პირობებით სთავაზობს „ქართულ ოცნებას“ ევროპული განწყობების მიღებას
ვადა 31 აგვისტომდეა, ანუ ადგილობრივ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, უფრო სწორად ერთი თვე იქნება დარჩენილი.
– როცა, პრაქტიკულად ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრს არც არაფერს გააკეთებს, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროპული საბჭოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის 31 აგვისტომდე ვადის მიცემა?
– ევროპას უნდა ქართული საზოგადოების წინაშე იყო მართალი. საუბარია იმათზე, ვისაც საქართველოში ევროპა უნდა. თუ საქართველოში რამე არის მობილიზებული, მოტივირებული და აქტიური, ეს არის პროევროპული საზოგადოება. საქართველოში არიან ეკლესიის მომხრეები, არიან მთავრობის მომხრეები, პრორუსებიც არიან, მაგრამ, ისინი აქტიურები, მობილიზებულები და მოტივირულები არ არიან.
თუ მათ ეკლესიამ არ დაუძახა 17 მაისს, მრევლი ქუჩაში თავისი ნებით არ გამოდის. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი რეგიონებიდან არ ჩამოიყვანა, ეს ხალხი ქუჩაში თავისი ნებით არ გამოდის.
ქუჩაში თავისი ნებით და სურვილით გამოდის მხოლოდ პროევროპული ძალა. ამას ევროპა ხედავს, ქუჩაში მოტივირებული ძალა მხოლოდ პროევროპულია. ევროპას არ უნდა ამ ხალხის მიტოვება.
ევროპას უნდა ქართული საზოგადოების წინაშე იყო მართალი. საუბარია იმათზე, ვისაც საქართველოში ევროპა უნდა… ევროპა ხედავს, ქუჩაში მოტივირებული ძალა მხოლოდ პროევროპულია. ევროპას არ უნდა ამ ხალხის მიტოვება
პრორუსული ძალები მოლდოვაში და სომხეთში თავისი ნებით გამოდიან. გამოაქვთ რუსული დროშები. ჩვენთან დღეს წარმოუდგენელია ვინმემ რუსული დროშა გამოიტანოს. ევროპა ხედავს, რომ მოლდოვაში და სომხეთში პროევროპული ხელისუფლებებია, მაგრამ, საზოგადოების აქტიური ნაწილი არ არის პროევროპული.
საქართველოში პირიქითაა, ხელისუფლებაა პრორუსული, აქტიური და მოტივირებული საზოგადოება პროევროპულია.
ევროპას ძალიან უჭირს ხელი კრან საქართველოს პროევროპულად განწყობილ საზოგადოებას და წელავენ დროს – იქნებ ხალხმა მოახერხოს გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე.
– ევროპამ რომ საქართველოს მაღალჩინოსნების დიდ ნაწილს დაუწესოს სანქციები, გამოვა, რომ ევროპა წყვეტს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობებს.
ფაქტია, რომ ევროსტრუქტურებს, ახლაც ბევრი თვალსაზრისით შეზღუდილი აქვთ ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასთან.
თუ სწორად მახსოვს, ევროპის საბჭო წელიწადში რამდენიმეჯერ იკრიბება. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ევროპამ ქვეყნის მაღალჩინოსნებს დაუწესოს სანქციები?
– პროცედურულად ისე არაა ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა. გარდა ამისა, არიან სახელმწიფოები, რომელიც ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან. ამ საქმეში და უნგრეთი მკაფიოდ გამოკვეთილია, იტალიაც სხვანაირად ფიქრობს და სვამს კითხვებს. იგივე ითქმის ევროპარლამეტში დეპუტატებზე. ისინი უმცირესობაში კი არიან, მაგრამ პროცესებზე გავლენას ახდენენ.
ევროპარლამენტმა საქართველოზე რამდენი რეზოლუცია მიიღო, ყველა მათგანი საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ევროკომისია მათზე არ რეაგირებს. რეზოლუცია ავალდებულებს და სთავაზობს ევროკომისიას მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას. ევროკომისიას ისეთი მკაცრი რეაგირება არ ჰქონია ევროპარლამენტის რეზოლუციებზე, როგორც ამ გადაწყვეტილებებში წერია.
იქ სხვა გათვლებია. აზერბაიჯანი ითვლება ევროკავშირში ავტორიტარულ რეჟიმად, მაგრამ, ევროკავშირი მასთან თანამშრომლობს. ასეთივე ქვეყნებია ყაზახეთი, . რუსეთი აგრესორი ქვეყანა რომაა, იმიტომ არ თანამშრომლობენ მასთან, უკრაინაში შეჭრამდე რუსეთთან თანამშრომლობდნენ.
ევროპარლამენტმა საქართველოზე რამდენი რეზოლუცია მიიღო, ყველა მათგანი საკმაოდ მკაცრია, მაგრამ ევროკომისია მათზე არ რეაგირებს. რეზოლუცია ავალდებულებს და სთავაზობს ევროკომისიას მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას. ევროკომისიას ისეთი მკაცრი რეაგირება არ ჰქონია ევროპარლამენტის რეზოლუციებზე, როგორც ამ გადაწყვეტილებებში წერია
ევროპა ისეთ ავტორიტარულ ქვეყანასთან, როგორც ჩინეთია აქტიურად თანამშრომლობს. ცდილობენ ირანმა ბირთვული პროგრამა არ განახორციელოს. საქართველო ავტორიტარულ ქვეყნებში არ არის ყველაზე უარესი ქვეყანა და ევროპაში ამ თემებზე ისმება კითხვები. უფრო სწორად იმაზე, თუ რატომ გაიმეტა ევროპამ საქართველო იმაზე მეტად, ვიდე არ გაიმეტეს უფრო მკაცრი ავტორიტატული რეჟიმები.
ამაზე პასუხია, რომ საქართველოს საზოგადოებაა პროევროპული. თან არც აზერბაიჯანს და არც ქვეყნებს არ აქვთ გაცხადებული რომ მათ ევროკავშირის წევრობა უნდათ. საქართველოს კი კონსტიტუციაში უწერია, რომ ევროკავშირშიც უნდა და ნატოშიც.
საქართველო ავტორიტარულ ქვეყნებში არ არის ყველაზე უარესი ქვეყანა და ევროპაში ამ თემებზე ისმება კითხვები. უფრო სწორად იმაზე, თუ რატომ გაიმეტა ევროპამ საქართველო იმაზე მეტად, ვიდე არ გაიმეტეს უფრო მკაცრი ავტორიტარული რეჟიმები
ვიმეორებ, ევროპაში ანგარიშს ეწევენ ქართულ საზოგადოებაში პროევროპულ განწყობებს. მაგრამ, თუ საქართველომ გააგრძელა ავტორიტარული მიმართულებით მოძრაობა, მაშინ დიდი ბოდიში. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მსოფლიოს ქვეყნების 80% ავტორიტარულია.
– თუ ასე გაგრძელდა, აქტუალური იქნება სანქციების დაწესებისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემების საკითხი…
– ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს პროცესი, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მაგრამ, სანქციებსაც თავისი უარყოფითი მხარეები აქვს. მას შეიძლება მოჰყვეს სასამართლო პროცესები. ივანიშვილისთვის მთავარია თავად არ იქნას დასანქცირებული.
იმის გათვალისწინებით, რომ ივანიშვილი ყველასთან სასამართლოში დავობს თავის ფულებზე, არაა გამორიცხული მან დავები სხვა შემთხვევაშიც გააგრძელოს. თუ ივანიშვილი დასანქცირდა, იგი სასამართლოებში დავებს გააგრძელებს. სასამართლოებში დავებით მას ბევრი არც არაფერი მოუგია, მაგრამ, იგი ხმაურს აგრძელებს, რომ ფინანსებზე დავები მის წინააღმდეგ არ იყოს.
საქართველო ავტორიტარულ ქვეყნებში არ არის ყველაზე უარესი ქვეყანა და ევროპაში ამ თემებზე ისმება კითხვები. უფრო სწორად იმაზე, თუ რატომ გაიმეტა ევროპამ საქართველო იმაზე მეტად, ვიდე არ გაიმეტეს უფრო მკაცრი ავტორიტარული რეჟიმები
გარდა ამისა, არსებობს მილიარდერთა კლუბი, იქაც ხედავენ, ივანიშვილი სისხლს არ ღვრის, მაგრამ მის მიმართ უარყოფითად იმოქმედა პოლიტიკოსების ციხეებში ჩასმამ. ჩემი აზრით, ევროკავშირის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილზე „ქართულ ოცნებას“ ექნება რეაქცია.
შესაძლოა, არჩევნებამდე პატიმრები იქნან გამოშვებულია. „ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა. თუ პატიმრებს გაათავისუფლებენ, ევროპაში ბევრი ამოისუნთქავს. პატომრების ყოლა ძალიან ცუდი ნიშანია ხელისუფლებისთვის. ამის შემდეგ მოდის პერმანენტური სისხლის ღვრა.
– ბევრს უკვე აქვს მისჯილი, ისეთი პირი უჩანს, ბევრს კიდევ მიუსჯიან და როგორ გაათავისუფლებენ…
– ტყუილად კი არ ჰყავთ არჩეული „ქართული ოცნების“ ნოტარიუსად არჩეული პრეზიდენტი? თუ ამ თემაზე „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, გარწმუნებთ, პრეზიდენტი ყაველაშვილი შეწყალების აქტებს მიიღებს. ან ერთი აქტითაც კი შეიძლება ყველა გარეთ გამოუშვას. სააკაშვილს არ გამოუშვებენ, მაგრამ, აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდებს გამოუშვებენ.
„ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა. თუ პატიმრებს გაათავისუფლებენ, ევროპაში ბევრი ამოისუნთქავს. პატიმრების ყოლა ძალიან ცუდი ნიშანია ხელისუფლებისთვის
არავინ ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მიღებულ არაევროპულ და არადემოკრატიულ კანონებს გააუქმებს, ევროპულ გზას დაადგება. საპარლამენტო დაინიშნება თუ არა, ეს ჩვენ შეიძლება 5 ოქტომბერს გავიგოთ.
მაგრამ, თუ ევროპიდან მოწერილ წერილზე „ქართულმა ოცნებამ“ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლება დაიწყო, ეს ევროპისთვის კარგის ნიშანი იქნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი