აფხაზეთში ჩატარებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგებზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთში არჩევნების შემდეგ, „ინტერპრესნიუსი“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
– ბატონო პაატა, მიუხედავად იმისა, რომ არც ჩვენ და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს, აფხაზეთის თემით დაინტერესებული საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალს თუ რა ხდებოდა აფხაზეთში არჩევნების პირველ ტურამდე, შემდეგ რა ხდებოდა მეორე ტურის წინ.
ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი აფხაზეთში საკმაოდ დაძაბული იყო ბევრი თვალსაზრისით დრამატულადაც კი განვითარდა პროცესები. აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარემ აპოლონ შინკუბამ არჩევნებში ბადრა გუნბას გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას ხელში იარაღის აღებისკენაც კი მოუწოდა.
წინასწარი მონაცემებით არჩევნებში სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ბადრა გუნბა ლიდერობს. უცნაური ისაა, რომ გამარჯვებას ორივე გუნდი ზეიმობს. როგორც ჩანს, ერთმანეთს ძალიან ვგავართ „დემოკრატიის“ ჩვენებურ – ქართულ-აფხაზურ გაგებაში.
თუმცა, ცესკო-ს ჯერ საბოლოო შედეგები არ გამოუცხადებია არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ორივე მხარე ერთმანეთს არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებდა.
თქვენ როგორ შეაფასებდით ყველაფერ იმას, რაც აფხაზეთში არჩევნებს უკავშირდება და იმ წინასწარ გამოცხადებულ შედეგებს, რაც ამ საათისთვის ვიცით?
– აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო ნორმებს, მაგრამ, არჩევნები, როგორც სოციალური, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენა მნიშვნელოვანია. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პროცესები აფხაზეთში მართლაც საინტერესოდ განვითარდა.
ვგულისხმობ იმას, რომ წინასაარჩევნო კამპანიები და არჩევნები დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იმის მიმართ, რასაც ისინი არჩევნებს ეძახიან საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესი დიდი იყო.
შეიძლება ითქვას, რომ დრამატულობით წლევანდელი არჩევნები 2004 წლის „საპრეზიდენტო“ არჩევნებს თუ შეედრება. მას შემდეგ, ყველა არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდად ტარდებოდა. მხარეები ენდობოდნენ პროცედურებს და არჩევნების შედეგებზე იშვიათად გამოთქვამდნენ პრეტენზიებს.
აფხაზეთში 2025 წელს ჩატარებული „საპრეზიდენტო“ არჩევნები გამოირჩეოდა აგრესიულობით, ძალადობით, აგრესიული რიტორიკით და ერთმანეთის და ცესკო-ს მიმართ უნდობლობით. უნდობლობა არჩევნების შედეგებსაც ეხება. მანამდე ასეთი რამ აფხაზური არჩევნებისთვის დამახასიათებელი არ იყო.
აფხაზეთში 2025 წელს ჩატარებული „საპრეზიდენტო“ არჩევნები გამოირჩეოდა აგრესიულობით, ძალადობით, აგრესიული რიტორიკით და ერთმანეთის და ცესკო-ს მიმართ უნდობლობით. უნდობლობა არჩევნების შედეგებსაც ეხება. მანამდე ასეთი რამ აფხაზური არჩევნებისთვის დამახასიათებელი არ იყო
ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ერთმანეთთან დასაპირისპირებლად მზადაა, როგორც ჩანს, ამაზე გარე ფაქტორები ახდენენ გავლენას. ამ არჩევნებზე ბევრი ისეთი რამ გამოჩნდა, რაც მანამდე არ ჩანდა. ვგულისხმობ რუსეთის პირდაპირ თავხედურ ჩარევას. რუსეთი მანამდე ენდობოდა ნებისმიერ მხარეს, იმიტომ რომ ყველა ისინი პრორუსულები იყვნენ. ამ არჩევნებზე რუსეთი პირდაპირ იყო ჩართული.
ამ არჩევნებზე პირველად გამოჩნდა ანტითურქული განწყობები და აღვირახსნილი ანტისომხური განწყობები. ყველაფერი, ის, რაც მანამდე არ ჩანდა ანტითურქული განწყობების გარდა, ახლა ანტისომხური განწყობებიც არავის არ დაუფარავს. არც რუსეთის არჩევნებში პირდაპირი ჩარევა ერთი მხარის სასარგებლოდ. ამან გამოიწვია ის, რომ აფხაზეთში ვითარება საკმაოზე მეტად დაძაბული, პოლარიზებული და ერთმანეთის მიმართ შეურიგებელი იყო და ასეთად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგი არ გამოუცხადებია, იმისგან რაც ჩანს, არჩევნების წინასწარ შედეგებს ვგულისხმობ, იმარჯვებს სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ბადრა გუნბა.
ამ არჩევნებზე პირველად გამოჩნდა ანტითურქული განწყობები და აღვირახსნილი ანტისომხური განწყობები. ყველაფერი, ის, რაც მანამდე არ ჩანდა ანტითურქული განწყობების გარდა, ახლა ანტისომხური განწყობებიც არავის არ დაუფარავს. არც რუსეთის არჩევნებში პირდაპირი ჩარევა ერთი მხარის სასარგებლოდ. ამან გამოიწვია ის, რომ აფხაზეთში ვითარება საკმაოზე მეტად დაძაბული, პოლარიზებული და ერთმანეთის მიმართ შეურიგებელი იყო და ასეთად რჩება
მას მის კონკურენტთან შდარებით თუ მეტი არა, 7-8%-იანი უპირატესობა აქვს. თუ ეს პროცენტები რეალობას შეესაბამება, არ დადასტურდა ტოტალური გაყალბების შემთხვევები, რამაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, ეს პროცენტები საკმარისია იმისთვის რომ გუნბამ გაიმარჯვოს.
– თქვენ ახსენეთ ანტითურქული და ანტისომხური განწყობები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკმაოდ ბევრი იყო. სახელისუფლებო გუნდი პროთურქულ განწყობებში ადგურ არძინბას გუნდს ადანაშაულებდა. ეს ბრალდებები არძინბას გუნდმა იოლად მოიგერია.
რაც შეეხება სომხურ ფაქტორს. აქ უნდა გავიხსენოთ ის, რომ სერგეი ბაღაფშის „პრეზიდენტობისას“ გალის რაიონში 26 ათას მცხოვრებ მოქალაქეს აფხაზური პასპორტები ჯერ დაურიგეს, მაგრამ შემდეგ არძინბას პოლიტიკური მემკვიდრის ხაჯინბასა და სხვა ოპოზიციური ძალების ზეწოლით მათ აფხაზური მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
ამ არჩევნებზე პირველად გახდა ცხადი ის, თუ ვინ გახდებოდა აფხაზეთის შემდეგი „პრეზიდენტი“ აფხაზეთში მცხოვრებ სომხებზე იყო დამოკიდებული. საქმე აქამდე რომ მივიდოდა, კარგა ხანია ჩანდა, მაგრამ ამ არჩევნებმა ეს ცხადად ანახა ყველას, როგორც სახელისუფლებო გუნდს, ისე მის ოპოზიციას.
ამიტომ იყო, რომ სომხურ ხმებზე „ნადირობა“ ამ აჩევნების მთავარი მახასიათებელიც აღმოჩნდა და ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულიც კი იყო ყველასთვის, აფხაზებისთვის და უპირველესად სომხებისთვის…
– ვინც აფხაზეთის თემას აკვირდება, ყველა ვარაუდობდა, რომ სომხური თემა აფხაზური საზოგადოებისთვის აქტუალური გახდებოდა. სომხური თემა მანამდეც აქტუალური იყო ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ ამ არჩევნებზე თუ იგი ასეთ დაუნდობელ და შიშველ ფორმებს მიიღებდა, წარმოუდგენელიც კი იყო.
სომხური თემის მიჩქმალვა ღირსეულად თუ არაღირსეულად ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ, ამ არჩევნებზე პირიქით, თემის სიმწვავემ იგი უკიდურესად გაშიშვლდა. თუ პროთურქულების თემა აფხაზეთში ხელოვნურად იყო გამოყენებული არჩევნებზე, რაშიც რუსული კვალი იკვეთება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ თურქეთი აშკარად ავიწროებს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში. შედეგი კი ისაა, რომ რუსეთს ახლა სომხეთი სცილდება. როგორც ჩანს, რუსეთი იმის გამოცაა გაბრაზებული თურქეთზე, რომ სირიაში თურქეთმა რუსების სისუსტით ისარგებლეს. აფხაზეთში თურქული თემა ძალიან ხელოვნურია.
სომხური თემის მიჩქმალვა ღირსეულად თუ არაღირსეულად ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ, ამ არჩევნებზე პირიქით, თემის სიმწვავემ იგი უკიდურესად გაშიშვლდა
სამაგიეროდ, სომხური თემით მანიპულირება იოლია. რადგან აფხაზეთში სომეხი ეროვნების ცოცხალი ადამიანები ცხოვრობენ. ისინი გულწრფელად თუ არაგულწრფელად მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და შესაბამისად ვიღაცას აძლევენ ხმას. სომხური თემის მიმართ აფხაზეთში აგრესია მომავალშიცაა მოსალოდნელი.
თუ ბაღაფშის „პრეზიდენტობისას“ აფხაზურ ოპოზიციას ბრაზდებოდა ის, რომ გალელების ხმები შესაძლოა ბაღაფშ-ანქვაბის გუნდისთვის მიეცათ, ახლა იმ თვალსაზრისით რომ სომხებს შეუძლიათ გადაწყვიტონ ვინ იქნება აფხაზეთის შემდეგი „პრეზიდენტი“, ეს აფხაზურ საზოგადოებას აშკარად აღიზიანებს.
სომხების მიმართ გაჩენილ უნდობლობასა და ეჭვებს როგორ გადალახავენ აფხაზები არ ვიცი. არ ვიცი იმის გამო, რომ ახლა აფხაზურ საზოგადოებაში აქტუალურია იმაზე მსჯელობა – ხომ არ სჯობია სომხებს აფხაზეთის მოქალაქეობა ისევე ჩამოვართვათ, როგორც თავის დროზე გალელ ქართველებს? კი ბატონო იცხოვრონ მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ აფხაზურ პოლიტიკაში ჩარევის უფლება. თუ აფხაზური საზოგადოება სომხების პოლიტიკური უფლებების შევიწროების მიმართულებით წავიდა, ეს ძალიან დააზიანებს მათ სიმშვიდეს და რუსებისთვის ძალიან იოლი იქნება აფხაზეთის საქმეებში ჩარევა.
თუ აფხაზური საზოგადოება სომხების პოლიტიკური უფლებების შევიწროების მიმართულებით წავიდა, ეს ძალიან დააზიანებს მათ სიმშვიდეს და რუსებისთვის ძალიან იოლი იქნება აფხაზეთის საქმეებში ჩარევა
რუსეთმა აფხაზეთში მცხოვრები სომხობის მხარდამჭერი პოზიცია დაიჭირა, მათ იცავს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით. ეს კი კიდევ უფრო მეტად აღიზიანებს აფხაზურ საზოგადოებას.
რუსებმა ამ არჩევნებზე ნათლად დაანახეს აფხაზებს, რომ ისინი ამ არჩევნებზე მათი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. აფხაზეთის შიდა საქმეებში რუსეთის ჩართულობა ვითარებას აფხაზეთში კიდევ უფრო ამძაფრებს და ეს უნდა ესმოდეთ რუსეთში, თუ მათ აფხაზეთში სიმშვიდე უნდათ, ეს ასევე უნდა ესმოდეს აფხაზურ საზოგადოებას, თუ მათ არ უნდათ სომხებთან ღია კონფრონტაცია და დაპირისპირება.
– „საპრეზიდენტო“ არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ვლადისლავ არძინბას ყოფილი თანაგუნდელები და მისი მთავარი ოპონენტის – ანქვაბის თანაგუნდელები. სხვათა შორის, წინა “პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ანქვაბის გუნდის წარმომადგენელი იყო.
90-იანი წლების შემდეგ ბევრი რამ მოხდა. თუ მაშინ ითვლებოდა, რომ ვლადისლავ არძინბა იყო აფხაზური ინტერესების გამტარებელი, აფხაზები ანქვაბს „პროქართულ“ პოლიტიკოსად თვლიდნენ. ახლა რთულია იმის თქმა, ვინ უფრო „პროაფხაზურია“ – ვლადისლავ არძინბას გუნდის ლიდერი ადგურ არძინბა, თუ ანქვაბ- ბჟანია თანაგუნდელი ბადრა გუნბა. ფაქტია, რომ ორივე კანდიდატი აბსოლუტური პროპუსია რუსეთის მიმართ დამოკიდებულებით.
90-იან წლებში არსებობდა ე. წ. „აფხაზური პოლიტიკური პროექტი“. ამ პროექტის შექმნას და განვითარებას რომ მოსკოვმა შეუწყო ხელი, ფაქტია. ახლა ამ „პროექტის“ შემდგომი არსებობის და განვითარებისთვის ვისი გამარჯვება იქნებოდა უფრო მართებული – ბარდა გუნბას თუ ადგურ არძინბას?
– ძალიან საინტერესო და ღრმა კითხვაა. ჩემთვის თქვენგან მისი გაჟღერება მოულოდნელი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ მასზე პასუხის გაცემა მოითხოვს სიღრმისეულ პასუხს.
აფხაზებისთვის „აფხაზური პოლიტიკური პროექტი“ დღესაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მის განხორციელებას ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორები აქვს.
მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის იმპერიული ინტერესები, საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფოებრივი და ტერიტორიული ინტერესები, ამ არჩევნებზე ქართული თემა ვითომ გამოთიშული იყო, მაგრამ, „აფხაზური პოლიტიკური პროექტის“ რეალიზებას უფრო მეტი ხელისშემშლელი ფაქტორი ახლავს, ვიდრე ხელისშემწყობი. ხელისშემწყობი ფაქტორია მხოლოდ ერთი – აფხაზური საზოგადოების სურვილი იყვნენ დამოუკიდებელი. სხვა ყველა ფაქტორი, როგორც შიგნით, ისე გარეთ, მათ წინააღმდეგ მუშაობს. გარედან არანაირი ხელისშემწყობი ფაქტორი არ არსებობს.
აფხაზებისთვის „აფხაზური პოლიტიკური პროექტი“ დღესაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მის განხორციელებას ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორები აქვს… „აფხაზური პოლიტიკური პროექტის“ რეალიზებას უფრო მეტი ხელისშემშლელი ფაქტორი ახლავს, ვიდრე ხელისშემწყობი. ხელისშემწყობი ფაქტორია მხოლოდ ერთი – აფხაზური საზოგადოების სურვილი იყვნენ დამოუკიდებელი. სხვა ყველა ფაქტორი, როგორც შიგნით, ისე გარეთ, მათ წინააღმდეგ მუშაობს
ამ ფაქტორების გათვალისწინებით „აფხაზური პოლიტიკური პროექტისთვის“ უფრო ახლოსაა ადგურ არძინბას წინასაარჩევნო რიტორიკა და პოლიტიკური გეგმები. ადგურ არძინბამ შეძლო ერთმანეთისგან გაემიჯნა რუსეთის ოლიგარქიისა და კრემლისა და რუსეთის ინტერესები აფხაზეთში. ეს ინტერესები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. კრემლის ინტერესები შერწყმულია ოლიგარქიულ ინტერესებთან.
წინასაარჩევნო კამპანიისას ადგურ არძინბამ და მისმა გუნდმა მოახერხა აფხაზური საზოგადოება დაეჯერებინა იმაში, რომ მას და მის გუნდს აფხაზეთში რუსული ოლიგარქია არ უნდათ, მაგრამ კრემლი უნდათ. ეს არ არის ანტირუსული პოლიტიკა, მაგრამ არის ანტიკორუფციული პოლიტიკა. არადა, რუსეთში ხელისუფლება კორუფციის გარეშე არ არსებობს.
„აფხაზური პოლიტიკური პროექტისთვის“ უფრო ახლოსაა ადგურ არძინბას წინასაარჩევნო რიტორიკა და პოლიტიკური გეგმები. ადგურ არძინბამ შეძლო ერთმანეთისგან გაემიჯნა რუსეთის ოლიგარქიისა და კრემლისა და რუსეთის ინტერესები აფხაზეთში. ეს ინტერესები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. კრემლის ინტერესები შერწყმულია ოლიგარქიულ ინტერესებთან
ეს ალბათ ადგურ არძინბამაც კარგად იცის, მაგრამ, წინასაარჩევნო კამპანიისას კარგად გამოიყენა. მას არჩევნებში რომ გაემარჯვა უნდა ემტკიცებინა მოსკოვისთვის – მე ხალხმა ხმა მომცა ოლიგარქიის წინააღმდეგ, მაგრამ კრემლის სასარგებლოდ. მოდით დავსხდეთ და გავარკვიოთ აფხაზეთში როგორ შეიძლება ოლიგარქიისა და კრემლის ინტერესების გაყოფა. თან ისე, რომ მაქსიმალურად ეფექტურად იყოს შესაძლებელი კრემლის ინტერესების გათვალისწინება.
გეოპოლიტიკა თქვენია, შავი ზღვა თქვენია, ნატოს წინააღმდეგ პოლიტიკის გატარება თქვენია, თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკა გაატარეთ, საგარეო პოლიტიკა თქვენია, მაგრამ, აფხაზეთის საშინაო პოლიტიკაში რაღაც-რაღაცები დაგვითმეთ. მაგალითად, აფხაზეთში არ შემოუშვათ რუსი ოლიგარქები და არ დაიწყოთ აფხაზეთში „სოჭის კონცეფციის“ განხორციელება. ამაზე შეეძლო დაეწყო საუბარი ადგურ არძინბას.
წინასწარი მონაცემებით ჩანს, რომ ადგურ არძინბა ვერ იმარჯვებს და ბადრა გუნბას გაუჭირდება ანტიოლოგარქიული პოლიტიკის გატარება. მის ასარჩევად ფული უკვე დახარჯულია. გუნბა ბჟანიას გუნდიდანაა. ბჟანიას გუნდს უკვე მოთოკილი ჰყავს აფხაზური პარლამენტი და ისინი მზად იყვნენ ხმა მიეცათ პარტოტელებისა და ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებული კანონებისთვის.
ბადრა გუნბას გაუჭირდება ანტი ოლიგარქიული პოლიტიკის გატარება. მის ასარჩევად ფული უკვე დახარჯულია. გუნბა ბჟანიას გუნდიდანაა. ბჟანიას გუნდს უკვე მოთოკილი ჰყავს აფხაზური პარლამენტი და ისინი მზად იყვნენ ხმა მიეცათ პარტოტელებისა და ბიჭვინთის აგარაკებთან დაკავშირებული კანონებისთვის
გუნბას გაუჭირდება იმის თქმა, რომ მას არ უნდა ოლიგარქია. რუსები უფრო იოლად დაიმორჩილებენ ბადრა გუნბას. არჩევნებში ადგურ არძინბას უფრო სასარგებლო იქნებოდა „აფხაზური პოლიტიკური პროექტისთვის“. ეს საქართველოს ინტერესებში შესაძლოა მეტად ჩამჯდარიყო.
– ოდესღაც „პროქართველად“ მონათლული ანქვაბი „აფხაზური პოლიტიკური პროექტის“ განმხორციელებელი გახდა?
– პარადოქსია, მაგრამ ასეა. ამიტომაცაა, უფრო ფრთხილად უნდა ვიყენებდეთ ანქვაბთან მიმართებაში სიტყვას „პროქართველი პოლიტიკოსი“. ეს თქვენ არ გეხებათ.
ანქვაბი ვლ. არძინბასგან განსხვავებით ყოველთვის ატარებდა პროაფხაზურ პოლიტიკას. ამიტომ ითვლებოდა ვლადისლავ არძინბა უფრო პრორუს პოლიტიკოსად, ვიდრე ანქვაბი.
ახლა ვლადისლავ არძინბას პოლიტიკური „შთამომავალი“ ადგურ არძინბა უფრო პროაფხაზურ რამეებს ამბობვს, ვიდრე ანქვაბი, რაც იმას ნიშნავს რომ ვლ.არძინბა-ანქვაბის აფხაზურ „პოლიტიკურ გუნდებს“ როლები შეცვლილი აქვთ.
ახლა ვლადისლავ არძინბას პოლიტიკური „შთამომავალი“ ადგურ არძინბა უფრო პროაფხაზურ რამეებს ამბობს, ვიდრე ანქვაბი, რაც იმას ნიშნავს რომ ვლ. არძინბა-ანქვაბის აფხაზურ „პოლიტიკურ გუნდებს“ როლები შეცვლილი აქვთ
– ვიდრე თქვენ შეგეხმიანებოდით აფხაზურ მასალებს ვეცნობოდი. არჩევნების შემდეგ ვითარება საკმაოდ დაძაბულია. სროლები ისმის ბევრგან, განსაკუთრებით იმ ზონებში, სადაც სომხური მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს.
არჩევნებამდე რუსებმა აფხაზეთში „როსგვარდიის“ ნაწილები და სპეცრაზმებიც კი შეიყვანეს საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად. ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთში?
– აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნები დასრულდა, მაგრამ, საარჩევნო ვნებათაღელვა კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, საარჩევნო პროცესის დასრულებამდე იქ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.
თუ საზოგადოების დიდ ნაწილში არჩევნების შედეგების მიმართ იქნა უნდობლობა, შესაძლოა, საქმე სისხლისღვრამდე არ მივიდეს, მაგრამ, სროლები, რაც ბოლო დღეებში იყო, გაგრძელდება. ასეა იმის გამო, რომ ძირითადი კანდიდატების მხარდამჭერები ყველაფერზე წამსვლელებს ჰგვანან.
აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია დაკარგოს საკუთარი მიწა, სახლი. რუსეთი მათ ყველაფერში „ჩაუჯდება“ და 5-10 წელიწადში აფხაზეთში დემოგრაფიული ვითარება ისე შეიცვლება, რომ აფხაზეთში, შესაძლოა, უმრავლესობა რუსები აღმოჩდნენ. მითია თუ რეალობა – ასე ფიქრობენ ისინი, ვინც ხმა ადგურ არძინბას მისცა.
თუ საზოგადოების დიდ ნაწილში არჩევნების შედეგების მიმართ იქნა უნდობლობა, შესაძლოა, საქმე სისხლისღვრამდე არ მივიდეს, მაგრამ, სროლები, რაც ბოლო დღეებში იყო, გაგრძელდება. ასეა იმის გამო, რომ ძირითადი კანდიდატების მხარდამჭერები ყველაფერზე წამსვლელებს ჰგვანან
პრეზიდენტის არალეგიტიმურობის ფონზე აფხაზური პარლამენტი იძულებული იქნება ხმა მისცეს ბიჭვინთის აგარაკების თემას რუსების სასარგებლოდ. ეს თემა ჯერაც დასრულებული არაა. ასევე კენჭი უყაროს კანონს „აპარტამენტების შესახებ“. საკმარისია პარლამენტმა დღის წესრიგში შეიტანოს ამ თემიდან რომელიმე საკითხი, ხალხი ქუჩაში მაშინვე გამოვა. ეს „პრეზიდენტ“ ბადრა გუნბასთვის სერიოზული გამოწვევა იქნება.
ვფიქრობ, შემთხვევით არაა დაწყებული სისხლის სამართლის საქმეები სომხების წინააღმდეგ. ამ პროცესის გაგრძელებით გუნბას ხელისუფლება და რუსეთი შეეცდება იმ აფხაზების ნეიტრალიზაციას, ვინც შეიძლება ქუჩის აქციებში მიიღოს მონაწილეობა.
აფხაზური ხელისუფლება რუსებთან ერთად შეეცდება შეაშინოს, პოლიტიკური სივრციდან განდევნოს ის ხალხი, ვინც აფხაზებისთვის სასიცოცხლოდ მიჩნეული საკითხების განხილვას და რუსეთის სასარგებლოდ მიღებას აპროტესტებს.
დარწმუნებული ვარ, ბევრ აფხაზ აქტივისტს და შესაძლოა პოლიტიკურ მოღვაწესაც ჩამოართვან რუსეთის მოქალაქეობა. ამ ყველაფრის გაკეთდება არა არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხის დასამშვიდებლად, არამედ იმისთვის, რომ რუსებმა აპარტამენტებისა და ბიჭვინთის თემების საკითხებში საქმე წინ წაწიონ.
აფხაზური ხელისუფლება რუსებთან ერთად შეეცდება შეაშინოს, პოლიტიკური სივრციდან განდევნოს ის ხალხი, ვინც აფხაზებისთვის სასიცოცხლოდ მიჩნეული საკითხების განხილვას და რუსეთის სასარგებლოდ მიღებას აპროტესტებს
რუსეთი შეეცდება ბადრა გუნბას მოუსუფთაოს ქუჩა და პოლიტიკური სივრცე იმ დროისთვის, როცა მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი საკითხების პარლამენტში კენჭისყრის დრო დადგება. საუბარი იმ საკითხებზე, რის გამოც აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა და „პრეზიდენტი“ ბჟანია და მისი პრემიერი ანქვაბი იძულებული გახდნენ გადამდგარიყვნენ.
რუსებმა ეს არჩევნები თავის სასარგებლოდ გამოიყენეს. პოლიტიკურ კრიზისამდე რუსეთის მოქალაქეების, ბიზნესმენების საშინელი მკვლელობები იყო და მოსკოვს მაშინ არ გამოუძიებია სისხლის სამართლის საქმეები.
ახლა კი როგორც ჩანს, იმ საქმეებს, რაზეც აღძრულია საქმეები, მხედველობაში მაქვს იმათ წინააღმდეგ აღძრული საქმეები, ვინც რუსული ოლიგარქიული ფულის აფხაზეთში დაბანდებას ეწინააღმდეგებოდა, ბოლომდე მიიყვანენ.
თუ ხალხი დარწმუნდა, რომ არჩევნები გაყალბებულია ხალხი მაინც გამოვა ქუჩაში. ერთია, რას გააკეთებს რუსეთი, მაგრამ, მეორეა მოსკოვის ნაბიჯებზე რა რეაქცია ექნება აფხაზურ საზოგადოებას. ამიტომ ვამბობ, რომ აფხაზეთში ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. თუ რუსეთმა აფხაზეთში გაამძაფრა ვითარება, აფხაზეთში სიმშვიდე კარგა ხანს არ იქნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
