პაატა დავითაია – ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები, ეს მიგვიყვანს უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღება დარტყმას აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს, აზიანებს ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩვენს ურთიერთობას პარტნიორებთან, ხელს შეუწყობს ს გავლენების გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში, რაც კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
პაატა დავითაიას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები, რადგან ეს მიგვიყვანს უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც აკისრია პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე, ადეკვატურად შეაფასოს შექმნილი მდგომარეობა. შეწყვიტოს ძალადობის ფაქტები. დარტყმა, რომელიც ძალოვნებისგან ხვდება თითოეულ მოქალაქეს, ხვდება მთელ სახელმწიფოს. ეს მიგვიყვანს უკონტროლო, უმართავ სიტუაციამდე, რაც ცუდი შედეგებით დასრულდება ქართული სახელმწიფოსთვის.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედების ერთიანი სტრატეგია, მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან. უნდა მოხდეს კოორდინაცია პოლიტიკური სპექტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებრივი ჯგუფების, ახალგაზრდების წარმომადგენლების მხრიდან კოორდინირებული მოქმედებებისთვის. ახლა ერთიანობას აქვს გადამწყვეტი როლი. ცალ-ცალკე დგომა და სეპარატიზმის გამოჩენა მოვლენების მართვაში გამოიწვევს პროცესის დაქსაქსვას, რაც აწყობს ხელისუფლებას. ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რათა მშვიდობიანად მივიდეთ იმ კონდიციამდე, არომ შეჩერებული იქნას ამ კანონის მოქმედება”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა